“მალტუსიანიზმი”

“მალტუსიანიზმი” - გახლავთ დემოგრაფიული თეორია,დაწერილი XVIII საუკუნეში,ცნობილი ინგლისელი სასულიერო პირის,მეცნიერის,დემოგრაფისა და ეკონომისტის – თომას რობერტ მალტუსის (1766-1834 წლები) მიერ.ამ თეორიის თანახმად “მოსახლეობის ზრდის ტემპი,აღემატებოდა საკვები პროდუქტების წარმოებას,რის გამოც არაკონტროლირებადი მოსახლეობის ზრდის ტემპები გამოიწვევდა აუცილებელ შიმშილობას დედამიწაზე”. (ავტორი გენია.ჯი) თეორიამ იმთავიდვე დიდი ყურადღება მიიქცია არა მარტო დემოგრაფებში,არამედ საერთოდ ყველა სფეროში.მალტუსის თეორია აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდიოდა “ოპტიმალური სოციალური რეფორმების” თეორიების ავტორების,ფრანგი მწერლის – მარი ჟან ანტუან ნიკოლა კონდორსეს,ინგლისელი ფილოსოფოსისა და რომანისტის – უილიამ გოდვინის და ცნობილი ინგლისელი ფილოსოფოსისა და პედაგოგის – რობერტ ოუენის ნაშრომებთან.1798 წელს მალტუსი ანონიმურად აქვეყნებს თავის ცნობილ თეორიას,რასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.მიუხედავად ამ ერთობ უცნაური თეორიისა,იგი დღესდღეობით ერთ-ერთ მთავარ შემადგენელ ნაწილად განიხილება თანამედროვე “კლასიკურ ეკონომიკურ თეორიაში”. (ავტორი გენია.ჯი)