“მკვდარი ენა”
“მკვდარი ენა” - განეკუთვნება იმ ენათა ჯგუფს,რომლებიც დღევანდელ პერიოდში აღარ არის ხმარებაში და მათი მხოლოდ წერილობითი ძეგლის ნიმუშებია შემორჩენილი ისტორიიდან,ან გამოიყენება ხელოვნურად რეგლამენტირებული ხმარებისათვის.როგორც წესი ეს ხდება იმ შემთხვევებში,როდესაც ერთი ენის ხმარება სრულიად ჩაანაცვლა სხვა ენამ,რასაც მეცნიერულად – “ენის ძვრას” უწოდებენ. (ავტორი გენია.ჯი) მაგალითად კოპტური ენა ჩანაცვლებულ იქნა არაბული ენით.ხოლო მრავალი ძველი ამერიკის კონტინენტების ენები ჩანაცვლებულ იქნა ინგლისური,ესპანური,ფრანგული და პორტუგალური ენებით.”მკვდარ ენებს” ასევე მოიხსენიებენ “არქაული ფორმის მცხოვრებ” ენათა ჯგუფადაც,რომლებიც ადრეულ პერიოდებში აქტუალურად ხმარებაში გახლდნენ.ბევრი ასეთი “მკვდარი ენა” დღესდღეობით მხოლოდ წერილობითი ფორმებით შემორჩა და მათ მეცნიერება იყენებს როგორც საშუალებას,შესწავლისას სხვადასხვა კულტურის,რელიგიის და სხვა ღონისძიებებისატვის.მკვდარ ენათა ჯგუფს განეკუთვნებიან ისეთი ენები,როგორებიც არიან:
1. “ლათინური ენა” – ჩვ.წ.აღ-მდე VI საუკუნიდან ახ.წ.აღ-ით VI საუკუნემდე,აქტიურად გამოიყენებოდა.მას მიიჩნევენ თანამედროვე რომანული ენის მონათესავე ენად.მიუხედავად იმისა,რომ დღემდე ამ ენას გამოიყენებენ მეცნიერებასა და კათოლიკურ ეკლესიებში,იგი მაინც “მკვდარ ენათა” ჯგუფად არის მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი)
2. “ძველბერძნული ენა” – მე-II ათასწლეულიდან ძვ.წ.აღ-ით V საუკუნემდე მოქმედი ენა გახლდათ,რომელიც განვითარდა და შემდგომ,თანამედროვე ბერძნული ენის საფუძველი გახდა. (ავტორი გენია.ჯი)
ამ ენათა გარდა,კიდევ ათეულობით ენა იქნა “მკვდარ ენათა” ჯგუფში შეტანილი.თუმცა არის ენები,რომლებიც მეცნიერებასა და რელიგიაში დღესაც ფართოდ გამოიყენება,მაგალითად: კოპტური,სანსკრიტული,ლათინური,ავესტური (ძველირანული),ძველი ეკლესიური სლავური (ძველი სლავური ენა) და სხვა ენები.არის მაგალითები იმისაც,რომ “მკვდარ ენათა” ჯგუფის ენა კვლავ “გაცოცხლებულა,მაგალითად: “ივრითი”.დღესდღეობით დედამიწაზე 6500-მდე ენაა გავრცელებული,რომელთა შორის უმეტესი გაქრობის ზღვარზე მყოფ ენათა ჯგუფს განეკუთვნება.ამიტომ ყველა ერი ცდილობს,რაც შეიძლება ფართოდ გაავრცელოს და დაიცვას საკუთარი ენა,რათა ისინიც “მკვდარი ენების” ჯგუფის და ზოგადად,ისტორიის საკუთრება არ გახდნენ. (ავტორი გენია.ჯი)