გუსტავ კლიმტი – “ადელი ბლოხ-ბაუერის პორტრეტი I”
“ადელი ბლოხ-ბაუერის პორტრეტი I” - უდიდესი ავსტრიელი მხატვრის და ავსტრიულ ხელოვნებაში მოდერნიზმის ფუძემდებლის - გუსტავ კლიმტის (1862-1918 წლები) ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტილოა.ამ ტილოს ასევე მოიხსენიებენ,როგორც “ოქროს ადელი” და “ავსტრიელი მონა-ლიზა”.1903 წელს გუსტავმა მიიღო შეკვეთა ფერდინანდ ბლოხისაგან დაეხატა მისი მეუღლის პორტრეტი.მხატვარმა 1907 წლამდე,სანამ სურათს საბოლოოდ დახატავდა და წარმოადგენდა,მანამდე ოთხი წლის განმავლობაში 100-მდე ესკიზი შექმნა,მათ შორის ოთხი ესკიზი შავი ცარცით იყო შესრულებული. (ავტორი გენია.ჯი) პორტრეტზე გამოსახული მანდილოსანი,როგორც ზემოთ ავღნიშნეთ გახლავთ ადელ ბლოხ-ბაუერი (1881-1925 წლები),რომელიც თავის მხრივ გახლდათ ვენის საბანკო კავშირის – “მორიცა ბაუერის”,გენერალური დირექტორის ქალიშვილი.1899 წელს 18 წლის ასაკში იგი ცოლად მიყვება ასაკით მასზე საკმაოდ უფროსს ფერდინანდ ბლოხს. (ავტორი გენია.ჯი) მანამდე კი ადელის ღვიძლი და – მარია,ცოლად გაჰყვა ფერდინანდ ბლოხის ძმას – გუსტავ ბლოხს.ამის გამო მათ გვარში შეიტანეს ცვლილებები და გახდნენ ბლოხ-ბაუერები.ეს ოჯახი თავის მხრივ წარმოადგენდა მსხვილ ებრაულ ბურჟუაზიულ ფენას.ოჯახის მიერ დაარსებულ სალონში იკრიბებოდა მხატვრები,მწერლები,სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრები და სხვა ცნობილი ადამიანები.მაგალითად,ისეთები როგორებიც იყვნენ – კარლ რენენი,იულიუს ტანდლერი და სხვები.მარია ალტმანი,რომელიც გახლდათ ადელი ბლოხ-ბაუერის ნათესავი და მემკვიდრე ამ უძვირფასესი ტილოსი,მას ასე ახასიათებდა:
“ტანჯული,რომელიც იტანჯებოდა თავის საშინელი ტკივილებით.ეწეოდა უზომოდ ბევრს.იყო საშინლად სათუთი.ჰქონდა შთაგონებული სახე.იყო თვითკმაყოფილი და ელეგანტური”.
მისი სურათის დახატვის შესახებ მიდიოდა მსჯელობა თუ რომელ მხატვარს უნდა დაეხატა ადელის პორტრეტი.საბოლოო არჩევანი ბლოხ-ბაუერების ოჯახმა – გუსტავ კლიმტზე შეაჩერა,რომელსაც ადელთან 1899 წლიდან მეგობრობა აკავშირებდა.1901 წელს კლიმტმა დახატა – “იუდიფ I”,სადაც გამოსახული იყო ბიბლიური პერსონაჟი იუდიფი. (ავტორი გენია.ჯი) სახედ კი ადელი გამოიყენა,თუმცა ამის შესახებ აფიშირებული არ ყოფილა.1909 წელს მხატვარმა მეორე სურათიც დახატა,ისევ ადელ ბლოხ-ბაუერის სახით,სახელწოდებით – “იუდიფ II”.ამ სურათზე ადელის სახე უკვე გამორჩეულად ჩანდა.გუსტავ კლიმტის მიერ შესრულებული სურათის “ადელი ბლოხ-ბაუერის I” დახატვის შემდეგ,მას ოჯახმა მეორე სურათის დახატვაც შეუკვეთა.მალევე მხატვარმა შექმნა მეორე ტილოც სახელწოდებით – “ადელი ბლოხ-ბაუერის პორტრეტი II”.ასევე მისივე შეკვეთისთ შექმნა ოთხი პეიზაჟი – “არყის კორომები” და სხვები.სახე და ხელები გუსტავმა სურათში ნატურალურ,ცივ ფერებში წარმოადგინა,ხოლო დანარჩენი ელემენტები კი ორნამენტული კომპოზიციებისაგან შეადგინა.2006 წელს ტილო – “ადელი ბლოხ-ბაუერის პორტრეტი I”,გაყიდულ იქნა რეკორდულ ფასად.იგი 135 მილიონ დოლარად შეიძინა ცნობილმა ამერიკელმა მილიონერმა და მეწარმემ – რონალდ ლაუდერმა,იმ მიზნით,რომ იგი ნიუ-იორკში გადაეტანა,სადაც აარსებდა ახალ სახვითი ხელოვნების გალერეას.გუსტავ კლიმტის შედევრი ტილო “ადელი ბლოხ-ბაუერის პორტრეტი I”,სახვითი ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და საუკეთესო ტილოდ მიიჩნევა დღემდე. (ავტორი გენია.ჯი)