მორის ფოცხიშვილი – “სსუ!!!”

თუ ჩემი ლექსი

ქვეყანას აქცევს,

თუ გსურს დავდუმდე სულ,

ისეც და ასეც,

ისეც და ასეც,

სსუ?

კი ბატონო,სსუ!!!

***

ვიცი,უბრალო ჭორიც,

ფაჩუნიც,

რომ შეგიშფოთებს სულს, -

ვთქვათ,მე გავჩუმდი,

ვთქვათ,შენც გაჩუმდი,

ვთქვათ,სულ გავჩუმდით,სულ…

სსუ?

კი ბატონო სსუ!!!

***

მაგრამ ის ერთი,

კრძალვით თუ რიდით,

დღეს თუ თევზივით სდუმს,

არ ნიშნავს,რომ ხვალ

არაფერს იტყვის…

სსუ?

კი ბატონო,სსუ!!!