“ბრიგანტინა”
“ბრიგანტინა” - (იტალიურ ენაზე “ორანძიანი ბრიგი”),წარმოდგება სიტყვისგან “brigand”,რაც თავის მხრივ აღნიშნავს – მეკობრეს,ავაზაკს.ასე უწოდებდნენ ადრე მეკობრეთა ერთობ პოპულარულ და გავრცელებულ მსუბუქ გემებს,რომლებიც ძალიან კარგი მანევრითა და სისწრაფით გამოირჩეოდნენ.ეს კი მათ დიდად უწყობდათ ხელს მსხვერპლის (სხვა გემის) დასაწევად და ხელში ჩასაგდებად.აღნიშნული სახეობის გემები გავრცელებული გახლდათ ხმელთაშუა ზღვიდან წყნარ ოკეანემდე წყლებში. (ავტორი გენია.ჯი) ისინი შეიარაღებული იყვნენ მაქსიმუმ 20-მდე ზარბაზნით.მცირეკალიბრიანი ზარბაზნები ზედა გემბანზე იყო განლაგებული.მოგვიანებით გემის დანიშნულება შეიცვალა,თუმცა სახელი ისევ ძველი დარჩა.იგი გახლდათ ორ ანძიანი სწრაფმავალი გემი,რომელსაც წინა ანძაზე (ფოკა-ანძა) პირდაპირი აფრები ჰქონდა აღმართული,ხოლო მეორე ანძა (გროტ-ანძა) ირიბი დაქანებისა გახლდათ.XVII-XVIII საუკუნეებში ორივე ანძა ატარებდა პირდაპირ აფრებს.მათი სხვადასხვა სვლები (მანევრები) იწოდებოდა როგორც “ბრიგანტინა” და “ბრიგი”.უფრო ადრინდელ საუკენეებში ასეთი კლასის ხომალდებს,მოიხსენიებდნენ როგორც – გალერა.XVIII საუკუნიდან “ბრიგანტინას” კლასის ხომალდები სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო-საზღვაო ძალების სადაზვერვო დანიშნულების ხომალდებად იქცნენ.შესაბამისად გემის ზომებიც ბევრად დაიზარდა.მათი სიგრძე 60 მეტრამდე იყო,ხოლო წყალჯდომა 1250 ტონას შეადგენდა.გემის გუნდი ხშირ შემთხვევებში ასი და ასზე მეტი ადამიანისაგან შედგებოდა.დღესდღეობით “ბრიგანტინას” კლასის ხომალდები ერთგვარ სამუზეუმო ექსპონატებად არის ქცეული. (ავტორი გენია.ჯი)