“ლარიმარის ქვა”
“ლარიმარი ქვა” - გახლავთ ნახევრად ძვირფასი მინერალური ქვა,ცისფერი-მოთეთრო ფერისა.მას ასევე მოიხსენიებენ,როგორც “დომინიკური ფირუზი”.ეს მინერალი აღმოჩენილ იქნა 1970-იან წლებში.მისი მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ დომინიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე.ლარიმარის ქვისგან ამზადებენ სხვადასხვა სამკაულებს.გამოიყენებენ ოქროსა და სხვა ძვირფასი მეტალების კონსტრუქციების (ბეჭდები,საყურეები და სხვა) შესამკობად.იგი წარმოადგენს უნიკალური მინერალის ქვას,რადგან გააჩნია უნარი ფერების ცვლისა.მაგალითად მომწვანო-ლურჯი ფერიდან შესაძლოა მან მიიღოს მუქი ცისფერი ფერი.ძველი ინდიელები ქვას – “ზღვის საჩუქარს” უწოდებდნენ.თუმცა მეცნიერთათვის დაუდგენელია,რატომ უწოდებდნენ ისინი ქვას ასეთ სახელს,როდესაც ლარიმარის ქვის მოპოვება მიწაში ღრმად არის შესაძლებელი (ვულკანური წარმოშობისაა) და ზღვასთან საერთო არაფერი აქვს.ევროპაში “ლარიმარის ქვა” პირველად “წმინდა მამამ” – მიგელ დომინგომ შემოიტანა.მაგრამ მაშინ ამ ქვისთვის ყურადღება ბევრს არ მიუქცევია. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,რამდენიმე წლის შემდეგ ესპანელმა მიგელ მენდესმა პოპულარობა გაუწია ლარიმარის მინერალურ ქვას და დაინტერესებაც გამოიწვია საზოგადოებისა მის მიმართ.სახელი კი მიგელმა ქვას საკუთარი ქალიშვილის – ლარისას საპატივცემულოდ დაარქვა,რასაც დაუმატა ზღვის სახელი (რომელიც ესპანურად ჟღერს,როგორც – “მარი”),რომლის მეშვეობითაც იგი ესპანეთში შემოიტანა.შესაბამისად მას ეწოდა “ლარიმარის ქვა”.დომინიკის რესპუბლიკის ქალაქ პუეტრო-პლატაში არსებობს მარმარილოსა და ლარიმარის მუზეუმი,სადაც მნახველს შეუძლია დაათვალიეროს და შეიძინოს ამ მინერალისაგან დამზადებული უამრავი სახის სამკაულები. (ავტორი გენია.ჯი)