“არქეოგრაფია”

“არქეოგრაფია” - ძვერბერძნულად “არქეო” აღნიშნავს – “ძველს”,ხოლო – “გრაფია” კი – “ვწერ”.იგი გახლავთ სპეციალური დამხმარე ისტორიული დისციპლინა თეორიასა და პრაქტიკაში,რომელიც მიზნად ისახავს ისტორიული ძეგლებისა და ისტორიული წერილობითი წყაროების დადგენას,შესწავლას და მათ გამოსაცემად მომზადებას.არქეოგრაფია მჭიდროდ არის დაკავშირებული – ფილოლოგიასთან,კვლევის წყაროებთან,პალეოგრაფიასთან,ტექსტოლოგიასთან,დიპლომატიასთან,საარქივო და ჩანაწერების მართვის დისციპლინებთან. (ავტორი გენია.ჯი) დასავლეთ ევროპულ ისტორიულ მეცნიერებაში “არქეოგრაფია”,როგორც დამოუკიდებელი ისტორიული დისციპლინა,როგორც წესი არ გამოიყოფა და სიტყვა არქეოგრაფია,როგორც ტერმინი არ გამოიყენება,რადგან მას ბევრი აიგივებს პალეოგრაფიასთან.არქეოგრაფია ასევე დიდ დახმარებას უწევს ლიტერატურულ მეცნიერებასაც,რადგან ამ დისციპლინას შესწევს უნარი შეისწავლოს ხელნაწერი და დოკუმენტური წყაროების წარმომავლობა.ამიტომ არქეოგრაფიას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ისტორიული ხელნაწერი ძეგლების წყაროების მოკვლევა-დადგენაში და მისი პუბლიკისათვის გაცნობაში. (ავტორი გენია.ჯი)