ევდოქსე კნიდოსელი
ევდოქსე კნიდოსელი - დაიბადა,დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 408 წელს ქალაქ კნიდში (მცირე აზიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ-სახელმწიფო ლაკედომონის კოლონია.იგივე სპარტას კოლონია,რის გამოც ძველი კნიდელები საკუთარ თავს სპარტელებად მიიჩნევდნენ).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი მათემატიკოსი და ასტრონომი.მისი ბიოგრაფიის შესახებ ცნობილი ძალიან ცოტა რამ არის.თავდაპირველად,ევდოქსემ მედიცინის შესწავლა დაიწყო,თუმცა მალე მისთვის უფრო საინტერესო მათემატიკა გახდა.მიემგზავრება იტალიაში და იქვე იწყებს მათემატიკის შესწავლას “პითაგორიელი” მათემატიკოსის – არქიტე ტარენტელის ხელმძღვანელობით. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით შეუერთდა პლატონის აკადემიას ათენში.იმოგზაურა ეგვიპტეში,სადაც ერთი წელიწადი დაჰყო.ჰელიოპოლში ყოფნის დროს დაინტერესდა ასტრონომიით და შეისწავლა ეს მეცნიერებაც.ევდოქსემ გადაწყვიტა საცხოვრებლად გადასულიყო მცირე აზიის ქალაქ კიზიკში (მარმარილოს ზღვის სანაპიროზე).ამავე ქალაქში დააარსა საკუთარი ასტრონომიულ-მათემატიკური სკოლა,სადაც ლექციებს თავად კითხულობდა – მათემატიკაში,მეტეოროლოგიაში,ასტრონომიასა და ფილოსოფიაში.იგი გახლდათ პირველი მათემატიკოსი,რომელმაც დაამუშავა “პროპორციათა ზოგადი თეორია” და რომელიც გადმოცემულია ევკლიდეს მიერ დაწერილი წიგნის -”საწყისების” ხუთ წიგნში.დიდი ძველბერძენი მეცნიერის,მათემატიკოსისა და მექანიკოსის – არქიმედეს გადმოცემით,ევდოქსეს ეკუთვნის “ამოწურვის მეთოდის” დამტკიცების ხერხის შემუშავებაც.მანვე გააუმჯობესა და დახვეწა იმ დროინდელი მთვარისა და მზის კალენდარი.ერთ-ერთმა პირველმა სცადა აეხსნა პლანეტების მოძრაობა,რის გამოც დაუშვა,რომ ისინი მიმაგრებული არიან სფეროებზე,რომელთა ცენტრშიც დედამიწაა და პლანეტების უთანაბრო მოძრაობა დაიყვანება მრავალი სფეროს თანაბარ ბრუნვამდე.მის მიერ შემუშავებული თეორია კარგად ხსნის სატურნისა და იუპიტერის მოძრაობას.თუმცა იგი არ გამოდგება მარსისა და ვენერას პლანეტების შესახებ,რადგან ევდოქსეს მათზე დაკვირვების ზუსტი მონაცემები აღნიშნული თეორიის შესამოწმებლად არ გააჩნდა.იგი იყო პირველი მეცნიერი,რომელმაც დეტალურად აღწერა ცა,თანავარსკვლავედი და მათი შემადგენელი ვარსკვლავები.მანვე დააარსა კიზიკში ობსერვატორია,რომლის მეშვეობითაც აწარმოებდა სისტემატიურ დაკვირვებას.მისივე აზრით დედამიწა წარმოადგენდა მრგვალ სფეროს,რომლის მერიდიანის სიგრძე 70 000 კილომეტრი უნდა ყოფილიყო.ევდოქსესვე მიეწერება ჰორიზონტალური მზის საათის გამოგონება.მიიღო ფუნდამენტალური შედეგები მათემატიკის სხვადასხვა სფეროებში.მაგალითად,ასტრონომიული მოდელის შემუშავებაში არსებითად გამოიყენა “სფერული გეომეტრია”.ასევე შეიმუშავა ორი კლასიკური მათემატიკური თეორიაც. ძვ.წ.აღ-ით 368 წელს რამდენიმე მოსწავლესთან ერთად,კიზიკიდან ათენში დაბრუნდა.როგორც დიოგენე ლაერტი გადმოგვცემს,ევდოქსეს ჰყავდა მეუღლე,სამი ქალიშვილი და ვაჟი სახელად არისთაგორი. (ავტორი გენია.ჯი) იგი ინტერესდებოდა არა მარტო ზემოთ აღნიშნული მეცნიერებებით,არამედ მედიცინით,მუსიკითა და ფილოსოფიითაც.მისი მოსწავლეები იყვნენ – კალიპე,მენესჰმი,დინოსტრატე და სხვა გამოჩენილი მეცნიერები.ევდოქსეს მიერ დაარსებულმა სკოლამ დიდი როლი ითამაშა “ანტიკური ხანის” ასტრონომისიისა და მატემატიკის განვითარებაში.მიუხედავად იმისა,რომ დიდი მეცნიერული შრომა გასწია და მრავალი სამეცნიერო ნაშრომიც დაწერა,მის არც ერთ ნაშრომს ჩვენამდე არ მოურწევია.ევდოქსეს შესახებ ცნობები მხოლოდ იმ პერიოდის სხვადასხვა მეცნიერებისა და ისტორიკოსების გადმოცემების შედეგად შემორჩა.ევდოქსე კნიდოსელი გარდაიცვალა ძვ.წ.აღ-ით 355 წელს მშობლიურ ქალაქ კნიდში.მის საპატივცემულოდ კი მარსზე და მთვარეზე განლაგებულ კრატერებს – “ევდოქსეს” სახელები ეწოდათ. (ავტორი გენია.ჯი)