ალფრედ რობერტსი – “ეპიზოდი”
” – სანამ ბედნიერი ოჯახები არ გვეყოლება,ბედნიერ ქალაქებს ვერ ავაშენებთ.ხოლო ბედნიერი ოჯახი არ შეიქმნება,თუ ის არ იცხოვრებს ღირსეულ პირობებში”.
ამ სიტყვების ავტორი გახლდათ ლეგენდად ქცეული,ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის – ჰილდა მარგარეტ ტეტჩერის მამა - ალფრედ რობერტსი (1892-1970 წლები).იგი საკმაოდ აქტიური პოლიტიკური ცხოვრებით გამოირჩეოდა და პოლიტიკური კარიერის პიკი ქალაქ გრენტემის მერის პოსტი გახლდათ.როგორც მოგეხსენებათ პიკს,დაღმა სვლა მოჰყვება ხოლმე. (ავტორი გენია.ჯი) ალფრედის კარიერაც 1952 წელს მაშინ დასრულდა,როდესაც ლეიბორისტებმა ქალაქის საბჭოში დიდი ხნის ნანატრი ხმათა უმრავლესობის მოიპოვეს.ამ დროს კი ახალი მერი იქნა არჩეული.მიუხედავად მარცხით გამოწვეული შეძრწუნებისა,არ ალფრედი გატეხილა.გამოსათხოვარ სიტყვაში ძალა მოიკრიბა და შესძლო,თავი ობიექტურად და ღირსეულად დაეჭირა:
” – გავიდა თითქმის ცხრა წელი მას შემდეგ,რაც ქალაქის თავკაცი გავხდი.დღეს ამ თანამდებობის დატოვება მიხდება.
- მე არც მედლები დამრჩენია და არც ჯილდოები,მხოლოდ შინაგანი კმაყოფილების გრძნობით ვარ აღვსილი.
- ღმერთო დაიფარე გრენტემი!” (ავტორი გენია.ჯი)
სიტყვის დასრულების შემდეგ ალფრედი ახლობლებს გამოუტყდა:
” – დიახ,მე სიმაღლიდან ძირს დავეშვი,მაგრამ გამიმართლა,რადგან სხვებისაგან განსხვავებით მე ფეხებით დავეშვი და არა თავით.რაც არ უნდა ითქვას,უნდა ვაღიარო,რომ შინაგანად ამისათვის მზად ვიყავი,როდესაც ეს თანამდებობა შემომთავაზეს და ახლაც,როდესაც გამიშვეს”.
P.S. ზემოთ სურათზე გამოსახული პიროვნება გახლავთ შოტლანდიელი მსახიობი – იან გლენი,რომელმაც შეასრულა 1997 წელს გადაღებულ ფილმში – “რკინის ლედი”,მარგარეტ ტეტჩერის მამის – ალფრედ რობერტსის კინო-გმირის სახე. (ავტორი გენია.ჯი)