“გორტინის კანონები” – (ეპიზოდი)
“გორტინის კანონები” - წარმოადგენდა კრებულს ძველბერძნული კანონებისა,რომლებიც დაიწერა ქალაქ გორტინში (კუნძული კრეტა),ძვ.წ.აღ-ით V საუკუნეში.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ეს კანონები ბევრად ადრე იქნა დაწერილი,ვიდრე მათ ასე საჯარაოდ გამოსახავდნენ საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობების კედლებზე.ეს უნიკალური აღმოჩენა გააკეთა 1884 წელს ცნობილმა იტალიელმა არქეოლოგმა – ფედერიკო ჰალაპბერმა.”გორტინის კანონები” დაწერილი იყო ბერძნული დამწერლობის უძველესი სახეობით. (ავტორი გენია.ჯი) თავად ძეგლი თარიღდება ძვ.წ.აღ-ით V საუკუნის ოთხმოციანი წლებით.მაგრამ მისი პირველი ნაწილი შედგენილი უნდა იყოს ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში.”გორნიტის კანონები შეადგენდა თორმეტ სვეტს და შეიცავდა 17 ათას ასოს.12 სვეტად განლაგებული ძეგლი შინაარსის მიხედვით იყოფა 11 ნაწილად და 1 განყოფილებად.მკვლევარები მართებულად შენიშნავენ,რომ კედელზე ამოჭრილ კანონთა კრებულის შემდგენლებს მიზნად არ დაუსახავთ ჩაეთვალათ იგი დასრულებულ სამოქალაქო სამართლის ნიმუშად და შესაძლებლად მიაჩნდათ მასში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა. (ავტორი გენია.ჯი) ეს უძველესი კანონები იყოფოდა თერთმეტ ნაწილად და ამ ნაწილებში რეგულირდებოდა შემდეგი:
ნაწილი პირველი – “თავისუფალთა” და “მონის” პიროვნების ხელყოფას.
ნაწილი მეორე – ძალადობა და მრუშობა.
ნაწილი მესამე – გორტინის კანონებისა ეხება ქალის ქონებრივ მდგომარეობას განქორწინების ან ქმრის სიკვდილის შემთხვევაში.
ნაწილი მეოთხე – განქორწინებული ან მარტოხელა ქალთა წილების უფლებრივი მდგომარეობა.
ნაწილი მეხუთე – აწესრიგებდა სამემკვიდრეო ურთიერთობებს.
ნაწილი მეექვსე – მამისა და დედის პირადი ქონების გაყოფა მემკვიდრეებზე (სვილებზე).
ნაწილი მეშვიდე – ტყვეების გამოსყიდვისა და შერეული ქორწინების შედეგად წარმოშობილი ბავშვების უფლებები. (ავტორი გენია.ჯი)
ნაწილი მერვე – მემკვიდრე ქალიშვილის უფლებები.
ნაწილი მეცხრე – აწესრიგებდა ურთიერთობებს მემკვიდრეობის უფლებებსა და მოვალეობებს.
ნაწილი მეათე – შვილად აყვანა.
ნაწილი მეთერთმეტე – შეიცავდა საერთო დამატებებს ყველა კანონისათვის.
აღნიშნულ კანონში იყო არაერთი მნიშვნელოვანი დეტალი გაწერილი,რომელთა შორის ერთს გამოვყოფ ჩემო მკითხველო: “რაოდენ გასაოცარის არ უნდა იყოს,მონებს საკუთარი ქონება გააჩნდათ კუნძულ კრეტაზე.როგორც ჩანს,ხშირად მონებს თავისუფალი წოდების ქალები მოჰყავდათ ცოლად.მათ არ ეკრძალებოდათ დაქორწინებულიყვნენ თავისუფალი სტატუსის მქონე მანდილოსნებზე. (ავტორი გენია.ჯი) აქვე აღნიშნული იყო,რომ თუ მონა გადავიდოდა თავისუფალ ქალთან საცხოვრებლად და მასთან შეუღლდებოდა,მათი შვილები თავისუფალი მოქალაქეეები იქნებოდნენ,”მამისგან განსხვავებით”.ეს კანონები ამოჭრილი საზოგადოებრივი შენობის კედლებზე და ითვლებოდა საზოგადოებრივი ცხოვრების მოწესრიგების ავტორიტეტულ საშუალებად.კუნძულ კრეტაზე,ქალაქ გორტინშიც,როგორც ჩანს კანონებს იცავდნენ და როგორც თავისუფალი,ასევე მონა მასში თავისი ცხოვრების საყრდენს ხედავდა.”გორტინის კანონების” შესახებ ცნობებს გვაწვდის არისტოტელეც და ისიც ცნობილია,რომ ამ კანონის მიხედვით არაერთმა ძველმა კანონმდებელმა იხელმძღვანელა საკუთარი ქვეყნისა თუ ქალაქ სახელმწიფოების კანონების შედგენისას. (ავტორი გენია.ჯი)