“ძველი ეგვიპტის პერიოდიზაციის შესახებ”
ისტორიული ცნობები და წყაროები ძველი ეგვიპტის შესახებ,საკმაოდ მრავალფეროვანია.სახელწოდება ეგვიპტე წარმოადგენს ძველეგვიპტური სიტყვის “აიკაპტა”-ს ბერძნულ ტრანსკრიპციას.“აიაკაპტა” ნიშნავდა ღმერთ “პტას” სასახლეს.პტა თავის მხრივ ძველეგვიპტური ღვთაება იყო,რომელიც ცეცხლის ღმერთს წარმოადგენდა და ერთგვარად ძველბერძნული ღვთაების ზევსისა და ჰერას ვაჟის – ჰეფესტოსის ანალოგს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) აქვე აღსანიშნავია,რომ პტას ღმერთი სხვა ღმერთებზე 9000 წლით ადრე განაგებდა სამყაროს.იმ მასალებზე დაყრდნობით,რომლებმაც ძველი ეგვიპტის შესახებ ჩვენამდე მოაღწია განსაკუთრებით უნდა შევჩერდეთ იმ ცნობებზე,რომლებსაც გვაწვდიან ძველი ბერძენი მწერლები და ისტორიკოსები,მათ შორის: ჰეროდოტე (ძვ.წ.აღ-ით V საუკუნე),დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ.აღ-ით I სასაუკუნე),სტრაბონი (ძვ.წ.აღ-ით I საუკუნე) და ჰეკატე (ძვ.წ.აღ-ით IV-III საუკუნეები).ისინი საკმაოდ ვრცელ ინფორმაციას გადმოგვცემენ ძველი ეგვიპტის შესახებ,ასევე ამ უძველესი ქვეყნის შესახებ ძალიან საინტერესო ცნობებს გვაწვდის – ბიბლიაც).მაგრამ ცალკე უნდა გამოვყოთ ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში მოღვაწე ქურუმის – “მანეთონის” მიერ ძველ ბერძნულ ენაზე დაწერილი ეგვიპტის ისტორია.მანეთონისაგან ვგებულობთ,რომ ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნემდე ძველ ეგვიპტეში ოცდაათამდე სხვადასხვა დინასტია მეფობდა.მანეთონსავე ეკუთვნის ძველი ეგვიპტის ისტორიის დაყოფა ძველ,საშუალო და ახალ სამეფო ხანებად.სახელმწიფო ძველ ეგვიპტეში უნდა წარმოშობილიყო დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით მეოთხე ათასწლეულის შუა ხანებში ესეიგი ძვ.წ.აღ-ით XXXV-ე საუკუნეში.ძველი ეგვიპტის პერიოდიზაცია კი ისტორიკოსების მიერ იყოფა შემდეგი სისტემით:
1. ადრინდელი სამეფოს ხანად ითვლება ძვ.წ.აღ-ით 3000-2800 წლები.
2. ძველი ეგვიპტის სამეფოს არსებობა გულისხმობს ძვ.წ.აღ-ის 2800-2500 წლებს.
3. საშუალო სამეფოს ხანად მიჩნეულია ძვ.წ.აღ-ის 2250-1700 წლები.
4. ახალი სამეფოს ხანად ითვლება ძვ.წ.აღ-ის 1580-1070 წლები.
5. ძვ.წ.აღ-ის 1085-712 წლები მიჩნეულია უმეფობის ხანად. (ავტორი გენია.ჯი)
6. ძვ.წ.აღ-ის 712-332 წლები ძველი ეგვიპტის გვიანდელ პერიოდს წარმოადგენს.
7. ძვ.წ.აღ-ის 332-დან ახალი წელთაღრიცხვის 395 წლების პერიოდი კი ითვლება ბერძნულ-რომაულ ეტაპად ძველი ეგვიპტის ისტორიაში.
თითოეულ ზემოთ ჩამოთვლილ ეტაპებს თავისებური განვითარების ეტაპები ჰქონდა.როგორც ძველი ისტორიკოსებისა და ახალი თაობის მეცნირებიდან ვგებულობთ,ძველი ეგვიპტე სანიმუშო წესრიგისა და კანონმდებლობის ქვეყანა იყო,რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა კაცობრიობის ცივილიზაციის განვითარება-დახვეწაში. (ავტორი გენია.ჯი)