ნიკოლოზ კოპერნიკის ბიოგრაფიიდან…
გენიალური,პოლონური წარმომავლობის მქონე პრუსიელი ასტრონომი,მათემატიკოსი,ეკონომისტი და ეკლესიის მსახური (“კათოლიკე კანონიკი”) - ნიკოლოზ კოპერნიკი (1473-1543 წლები),მრავალმხრივი ნიჭითა და განათლებით იყო დაჯილდოებული.როგორც ცნობილია,წარმოშობით იგი პოლონელი იყო.მიუხედავად ამისა,მის მიერ დაწერილი და დღემდე შემორჩენილი არც ერთი ნაშრომი პოლონურ ენაზე დაწერილი არ ჰქონია.კოპერნიკი ძირითადად წერდა ლათინურ და გერმანულ ენებზე.ის იყო პირველი ასტრონომი,რომელმაც მეცნიერულად დაამტკიცა,რომ მზე კი არ ბრუნავს დედამიწის ირგვლივ,არამედ დედამიწა და სხვა პლანეტები ბრუნავენ მზის ირგვლივ.მეცნიერები დღემდე დაობენ თუ სადაური წარმოშობის იყო კოპერნიკი – პოლონელი თუ გერმანელი? დედის მხრიდან იგი გერმანელი იყო (ბარბარა ვატცენროდე),ხოლო მამა კი პოლონელი – ნიკოლოზ (უმფროსი) კოპერნიკი.ნიკოლოზის მამამ გერმანული კარგად იცოდა,აქტიურად ვაჭრობდა სხვადასხვა გერმანულ ქალაქებში.მოგვიანებით იგი მეუღლესთან ერთად დასახლდა პოლონურ ქალაქ ტორუნში (რომელიც მაშინ გერმანიას ეკუთვნოდა),სადაც განლაგებული იყო ტევტონთა ორდენის მაგისტრის რეზიდენცია. (ავტორი გენია.ჯი) ამ ქალაქშივე დაიბადა ნიკოლოზ კოპერნიკი.მამა 10 წლის ასაკში გარდაეცვალა და მისი აღზრდა საკუთარ თავზე ბავშვის ბიძამ (დედის მხრიდან) ეპისკოპოსმა – ლუკა ვატცენროდემ აიღო.მისი მეშვეობით კოპერნიკმა შესანიშნავი განათლება მიიღო.მან დიდებულად იცოდა სამყაროს აგებულების სისტემა,რომელიც შემოთავაზებულ იქნა ჯერ კიდევ ძველი ბერძენი მეცნიერის კლაუდიუს პტოლემეს (87-165 წლები) მიერ.თუმცა პტოლემეს შეხედულებას იმის შესახებ,რომ დედამიწის ირგვლივ ბრუნავდა სამყარო,იმთავითვე არ ეთანხმებოდა,რაც მეცნიერულად დაამტკიცა კიდეც.მზის სისტემის საზღვრებს იქით კოპერნიკი დაკვირვებებს არ აწარმოებდა,რადგან თვლიდა,რომ ყველა ხილული ვარსკვლავი წარმოადგენდა უძრავ სხეულს.აღსანიშნავია,რომ კოპერნიკს მათზე დასაკვირვებელი ხელსაწყოებიც კი არ გააჩნდა.გამოიანგარიშა და დაადგინა,რომ დედამიწა არა მარტო მზის ირგვლივ,არამედ საკუთარი ღერძის გარშემოც ბრუნავდა,რასაც დედამიწა 24 საათს ანდომებდა.ამ მეთოდმა კი ახსნა ისეთი ფენომენი,როგორიც არის მზის მოძრაობა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ.დიდ მეცნიერ ამის შესახებ სურდა ხმამაღლა განეცხადებინა,თუმცა კათოლიკური ეკლესიის რისხვას მოერიდა და მხოლოდ მცირე ნაწილს ასტრონომებისა გაანდო მისი აღმოჩენების შესახებ გაკეთებული დასკვნები.უმეტესობამ რაღა თქმა უნდა,ეს ყოველივე უტოპიად მიიჩნია.მეცნიერები მიიჩნევდნენ,რომ თუ კი კოპერნიკის ვერსიას სანდოდ მიიჩნევდნენ,ეს გამოიწვევდა მეცნიერული სამყაროს გახლეჩას. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო თავად სისტემა კოპერნიკისა კი უარყოფდა ღმერთის მიერ სამყაროს შექმნის წარმომავლობას,რაც უკვე რელიგიას შეუქმნიდა პრობლემებს.მიუხედავად ასეთი წინააღმდეგობებისა ნიკოლოზ კოპერნიკის ლექცია – “სამყაროს ახალი ჰელიოცენტრული სისტემის” შესახებ,რომის პაპმა კლიმენტი VII-მაც (1478-1534 წლები) დიდი ინტერესით მოისმინა.მრავალმა ეპისკოპოსმა ღიად დაუპირისპირდა კოპერნიკის სრულიად ახალ სისტემას.სიკვდილის წინ ნიკოლოზ კოპერნიკს მისმა მეგობრებმა,მის მიერვე დაწერილი წიგნის პირველი ბეჭდური ეგზემპლარი მიუტანეს,რითაც იგი უზომოდ გაახარეს.გენიალური მეცნიერის ძეგლზე კი მშობლიურ ქალაქში ტორუნში,გააკეთეს წარწერა,რომელიც მთელი მისი ცხოვრების არსს გამოხატავს:
“მზის შემაჩერებელი და დედამიწის მამოძრავებელი”. (ავტორი გენია.ჯი)