იოჰან იუსტუს ფონ ლიბიხი
იოჰან იუსტუს ფონ ლიბიხი - დაიბადა 1803 წლის 12 მაისს დარმშტადტში (გერმანია).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი ქიმიკოსი და ორგანული ქიმიის პროფესორი.სწავლა დარმშტადტის გიმნაზიაში დაიწყო,მოგვიანებით,გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჩააბარა ბონის უნივერსიტეტში.1819-1822 წლებში სწავლას აგრძელებს ერლანგენის უნივერსიტეტში.1822 წელს კი გადადის საფრანგეთში,სადაც თავისი სამეცნიერო მოღვაწეობით დიდ ყურადღებას იქცევს ფრანგი მეცნიერებისაგან.მალევე ანიჭებენ საფრანგეთის სამეცნიერო აკადემიის აკადემიკოსის ხარისხს. (ავტორი გენია.ჯი) დაუახლოვდა ალექსანდრ ჰუმბოლტს,რომლის მეშვეობითაც მჭიდრო ურთიერთობას იკავებს გამოჩენილ ფრანგ ქიმიკოსთან და ფიზიკოსთან ჟოზეფ ლუი-გეი-ლუსაკთან.1826 წელს ლიბიხს ანიჭებენ ორდინარური ქიმიის პროფესორის ხარისხს (ჰესენში).სამშობლოში დაბრუნების შემდეგ,მისი სამეცნიერო ნაშრომებით სახელმწიფო ინტერესდება და იგი ხდება პირველი მეცნიერი,რომელსაც მთავრობის დახმარებით უწყობენ შესანიშნავ სამეცნიერო ლაბორატორიას.ეს გახლდათ ლაბორატორია,რომლითაც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში მსოფლიოს ყველა ეროვნების მეცნიერი აღტაცებაში მოდიოდა.ლიბიხს ჯერ მიანიჭეს ჰერცოგის ტიტული,ხოლო მოგვიანებით ბარონის ტიტულის მინიჭების ღირსადაც აქციეს.1852 წლიდან მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორია.1860 წელს კი გერმანიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი და სახელმწიფოს სამეცნიერო მუზეუმების მთავარი კონსერვატორი ხდება.მის მიერ შექმნილი მეცნიერული ნაშრომებიდან უდიდესი ყურადღების ღირსად იქცა 1840 წელს დაწერილი და 1876 წელს გამოქვეყნებული – “Die organiche Chemie in ihrer Anwendung auf Agrikultur und Physiologie”,ეს გენიალური ნაშრომი გამოჩენილმა მეცნიერმა ჰოფმანმა,სამართლიანად შეაფასა,როგორც “კაცობრიობის მადლიერება”.მისი მეორე ნაშრომი “Naturwinssensch.Briefe uber die moderne Landwirtschaft”,კი არა მარტო ქიმიის მეცნიერებისათვის იწვევს ინტერესს,არამედ სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისათვისაც იქცა შესანიშნავ წიგნად. (ავტორი გენია.ჯი) ლიბიხის ნამუშევრები თარგმნილი იქნა – ფრანგულ,ინგლისურ,იტალიურ,უნგრულ და სხვა უცხო ენებზე.მას ამასთანავე ნაშრომები გამოცემული აქვს ისეთ მეცნიერებთან ერთად როგორებიც იყვნენ – გეიგერი,კოპი და ველერი.იოჰანი ასევე ცნობილი იყო,როგორც ძალიან კარგი ორატორი,მის მიერ წარმოთქმული სიტყვა,როგორც აკადემიის პრეზიდენტისა – “ფრენსის ბეკონის”,”ინდუქცია და დედუქციის” შესახებ მართლაც დიდი ყურადღების ღირსად იქცა სამეცნიერო წრეებში.იოჰან იუსტუს ფონ ლიბიხი გარდაიცვალა 1873 წლის 18 აპრილს მიუნხენში.მისი ძეგლები აღმართულია დარმშტადსა და ჰესენში.უფრო ადრე კი 1883 წელს მისი ძეგლი დადგმული იქნა მიუნხენში,მაქსიმილიანის მოედანზე.ლიბიხი გახლდათ ის ერთ-ერთი გენიალური მეცნიერი,რომელიც შეტანილ იქნა იმ ნუსხაში – “ადამიანები,რომელთაც შეცვალეს სამყარო”. (ავტორი გენია.ჯი)