პედრო ლირა

პედრო ლირა - დაიბადა 1845 წლის 17 მაისს,ჩილეს დედაქალაქ სანტიაგოში,ცნობილი იურისტისა და პოლიტიკოსის ხოსე სანტოს ლირა კალვოს ოჯახში.იგი წარმოადგენდა დიდ ჩილელ მხატვარსა და ხელოვნებათმცოდნეს,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია “ჩილეს სამხატვრო კავშირი”-ს დაარსება.პედრო ლირას ოჯახი,ეკონომიკურად საკმაოდ წელგამართული იყო,რამაც მას საშუალება მისცა კარგი განათლება მიეღო.სწავლობდა ჩილეს ეროვნულ ინსტიტუტში და მისი დასრულების შემდგომ (16 წლის ასაკში),სანტიაგოშივე განაგრძო სწავლა სამხატვრო აკადემიაში,რომელსაც იმ პერიოდში გამოჩენილი იტალიელი ხელოვანი – ალეხანდრო სიკარელი ხელმძღვანელობდა.გარდა ამისა პედრ, დამატებით სახვითი ხელოვნების შესწავლასთან ერთად,სწავლობდა სანტიაგოს უნივერსიეტტში სამართლის სპეციალობას.იურიდიული განათლების მიღების შემდეგ,სრულიად გადაერთო სახვით ხელოვნებაზე და მთელი თავისი დრო ხელოვნების,ამ უმშვენიერს დარგს მიუძღვნა.(ავტორი გენია.ჯი).1865 წელს,სწავლა განაგრძო გამოჩენილ მხატვარ-პეიზაჟისტთან – ანტონიო სმიტთან,რომელმაც აკადემია,ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო დატოვა.სწორედ მისი დამსახურებაა პედრო ლირას სახვით ხელოვნებაში,რომანტიკულ-ისტორიული ჟანრის დამკვიდრება.პედრო გახლდათ ის ერთ-ერთი ახალგაზრდა ჩილელი მხატვარი,რომლის შემოქმედებამაც იმთავითვე დიდი ყურადღება დაიმსახურა ხელოვნებათმცოდნეებისაგან.მალევე (1872 წელი),მისი სურათები ჩილეს ეროვნულ გამოფენაზე გამოიფინა.1873 წელს მიემგზავრება პარიზში,მეუღლესთან – ელენა ორეგო ლუკოსთან და მის ძმასთან ალბერტო ორეგო ლუკოსთან ერთად.მათ პარიზში 1884 წლამდე იცხოვრეს,რა პერიოდშიც მხატვარმა საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა და შექმნა მრავალი ისტორიული და მითოლოგიური ჟანრის სურათი.სამშობლოში,1884 წელს დაბრუნების შემდგომ – პედრო ლირამ,ჩილელ მოანდაკესთან – ხოსე მიგელ ბლანკოსთან ერთად,ჩამოაყალიბა “ჩილეს მხატვართა კავშირი”,რომელმაც პირველმა გაუწია ორგანიზება – “ჩილეს ეროვნულ სამხატვრო გამოფენას”.მას,აღნიშნულ საქმეში დიდი მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყნის ხელისუფლებამაც და იგი მათი ნდობითაც სარგებლობდა.პედრომ,იმისათვის რომ გაეხსნა სალონი გამოფენებისათვის,მუდმივი ნაგებობის შესაძენად,საკუთარი ქონების ნაწილიც კი გაყიდა.დღევანდელ დღეს,კინტა-ნორმალის კომუნაში,იმ ნაგებობაში,რომელიც მან შეიძინა,ფუნქციონირებს – “ჩილეს სახვითი ხელოვნების მუზეუმი”.გარდა ამისა,პედრო გახლდათ გაზეთის “სალონი”-ს რედაქტორი.მანვე უცხო ენებიდან თარგმნა მრავალი ნამუშევარი ხელოვნების ისტორიის შესახებ და ამავე თემატიკაზე არაერთი სტატია მიუძღვნია.1892 წელს ინიშნება სახვითი ხელოვნების სკოლის (ყოფილი – სამხატვრო აკადემია) დირექტორად და აღნიშნული თანამდებობა სიკვდილამდე ეკავა.ჩილეს სახვით ხელოვნებაში უდიდესი წვლილის შემტანი მხატვარი – პედრო ლირა,გარდაიცვალა 1912 წლის 20 აპრილს,მშობლიურ სანტიაგოში.(ავტორი გენია.ჯი) თუმცა დაგვიტოვა ისეთი დიდებული ნამუშევრების მთელი “კოჰორტა”,როგორებიცაა: “რიო-კლარო”,”მოჯადოებული პრომეთე”,”ჯოტოს ბავშვობა” და სხვა დიდებული ნამუშევრები.

პედრო ლირას შემოქმედება