“ხელის ჩამორთმევის” ისტორიიდან

“ხელის ჩამორთმევა” - გახლავთ ერთგვარი კლასიკური ჟესტი,რიტუალი მისალმების,დამშვიდობების,გაცნობის ან რაიმე ხელშეკრულების დადების დროს.ხელის ჩამორთმევის რიტუალი ასევე გამოხატავს ერთგვარ ნდობას და გარანტს რაიმეს ან ვინმეს მიმართ.ინგლისურად აღნიშნულ ჟესტს მოიხსენიებენ როგორც “hadshake”,რაც სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს – “ხელის შენჯღრევას”. (ავტორი გენია.ჯი) როგორც მეცნიერები და ისტორიკოსები ირწმუნებიან,ასეთი ჟესტი სათავეს უნდა იღებდეს ჯერ კიდევ (მინიმუმ) ჩვ.წ.აღ-მდე II საუკუნეში.მას გააჩნია ასევე შემდეგი დანიშნულება: თუ კი მარჯვენა ხელის ჩამორთმევა აღნიშნავს რაიმე გარიგების დადებას,მარცხენა ხელის ჩამორთმევა კი პირიქით,გარიგების შეწყვეტის ერთ-ერთ მეთოდს გამოხატავს (მხედველობაში არ მიიღებიან ცაციები).”ხელის ჩამორთმევის” რიტუალი მიღებულია პრაქტიკულად სპორტის თითქმის ყველა სახეობაში (გამოკლებით იმისა,სადაც ფიზიკურად შეუძლებელია ამის გაკეთება,მაგალითად სანაოსნო სპორტის სახეობა და სხვა).კარატეში არსებობს რიტუალი,რა დროსაც მოწინააღმდეგეს,რომელიც მის ვიზავიზე რანგით მაღალია,ორივე ხელს (ერთ ხელზე) ართმევს და თავს უხრის პატივისცემის ნიშნის ხასგასასმელად.ბრძოლის დასრულების შემდეგ კი თუ რანგით მაღალმა ხელი გაუწოდა მოწინააღმდეგეს,ეს აღნიშნავს იმას,რომ მისი მოწინააღმდეგე ღირსეული მებრძოლი გახლავთ. (ავტორი გენია.ჯი) არსებობს “ხელის ჩამორთმევის” ერთგვარი ეტიკეტი,რომლის თანახმადაც მამაკაცს არა აქვს უფლება პირველმა გაუწოდოს ხელი ჩამოსართმევად მანდილოსანს.ამ შემთხვევაში გადაწყვეტილებას ხელის ჩამორთმევისა,იღებს მხოლოდ მანდილოსანი.იგი თავად წყევტს გაუწვდოს თუ არა ხელი მამაკაცს.აღნიშნული ჟესტის შემოღებიდან ასწლეულების მანძილზე,”ხელის ჩამორთმევის”რეკორდი ეკუთვნის ამერიკის შეერთებული შტატების რიგით 26-ე პრეზიდენტს – თეოდორ “თედი” რუზველტს (1858-1919 წლები).მან ერთი დღის მანძილზე,საპატიო სტუმრების მიღებისას თეთრ სახლში,არც მეტი და არც ნაკლები 8513-ჯერ ჩამოართვა ხელი სხვადასხვა ადამიანს. (ავტორი გენია.ჯი)