“ყველაზე ცნობილი მოგზაურობები დედამიწის გარშემო”

“ყველაზე ცნობილი მოგზაურობები დედამიწის გარშემო” – მაქსიმალურად მინიმალურ დროში,განპირობებული იმ ტექნიკური სატრანსპორტო შესაძლებლობებით,რომელიც ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში არსებობდა,განახორციელეს – ფილეას ფოგმა და მისმა მსახურმა ჟან პასპარტუმ.ისინი გახლდათ გმირები შესანიშნავი ფრანგი მწერლის – ჟიულ ვერნის (1828-1905 წლები) დიდებული სათავგადასავლო რომანისა – “80 დღე დედამიწის გარშემო”. (ავტორი გენია.ჯი) XX საუკუნეში,პირველად ისტორიაში,მხოლოდ 108 წუთი დასჭირდა დედამიწის ირგვლივ მოგზაურობას.იგი განახორციელა ცნობილმა რუსმა კოსმონავტმა – იური გაგარინმა 1961 წლის 12 აპრილს,კოსმოსური ხომალდით “ვოსტოკ -1″.ცნობილი ამერიკელი მილიონერის და მოგზაურის – სტივ ფოსეტის სახელთან არაერთი რეკორდია დაკავშირებული,დედამიწის ირგვლივ სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებებით მოგზაურობისა.ის გახლდათ პირველი მოგზაური,რომელმაც სრულიად მარტომ 58 წლის ასაკში,2002 წელს 13 დღის განმავლობაში შემოუფრინა დედამიწას “საჰაერო ბურთით”.2005 წლის 4 მარტს სტივმა თვითმფრინავით “გლობალფლაიერ-311″-ით განახორციელა ფრენა დედამიწის ირგვლივ,რომელიც 67 საათი 2 წუთი და 38 წამი გაგრძელდა.აღსანიშნავია,რომ ესეც პირველი შემთხვევა იყო ავიაციის ისტორიაში,როდესაც თვითმფრინავით დედამიწას შემოუფრინეს ისე,რომ ერთხელაც კი არ დაშვებულა თვითმფრინავი მიწაზე.ასევე სტივ ფოსეტის სახელთანაა დაკავშირებული დედამიწის გარშემო მოგზაურობა იალქნიანი ხომალდით 2005 წელს და მან ამ მოგზაურობას 58 დღე 9 საათი და 32 წუთი მოანდომა. (ავტორი გენია.ჯი) 2007 წლის 3 სექტემბერს დაწყებული ერთ-ერთი მოგზაურობის დროს სტივის თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა და ისიც გაუჩინარდა.2008 წლის 16 თებერვალს სტივი,ჩიკაგოს სასამართლომ გარდაცვლილად სცნო.2008 წლის 1 ოქტომბერ სრულიად შემთხვევით სიერა-ნევადის მთათა სისტემის აღმოსავლეთ ქედებზე,ქალაქ მამოტ-ლეიკსთან ტურისტებმა აღმოაჩინეს დიდი მოგზაურის დაღუპვის ადგილი: თვითმფრინავის ნაწილები,1005 ამერიკული დოლარი,სტივის ლიცენზია თვითმფრინავის მართვის და ცხოველთა მიერ შეჭმული ადამიანის ძვლები.ექსპერტიზამ დაადგინა,რომ აღმოჩენილი ცხედარი სტივ ფოსეტის გახლდათ.რის შემდეგადაც იგი უკვე ოფიციალურად იქნა გამოცხადებული გარდაცვლილად.

ბრიტანელმა – ვინსენტ კოკსმა,ველოსიპედით დედამიწის გარშემო მოგზაურობის სტარტი ლონდონიდან 2010 წლის 7 თებერვალს აიღო და 163 დღე,6 საათი და 58 წუთი მოანდომა მის შემოვლას.ამ პერიოდში 59 320 კილომეტრი და 86 მეტრი მანძილი დაფარა. (ავტორი გენია.ჯი) რუსმა – ვალერი შანინმა 1080 დღის განმავლობაში სხვადასხვა “გამვლელი” სატრანსპორტო საშუალებებით (ავტომანქანა,თვითმფრინავი,სატვირთო გემი,ველოსიპედი) შემოუარა დედამიწას და ამ მოგზაურობას მხოლოდ 280 დოლარი დაახარჯა.მოგზაურობა კი გრძელდებოდა 1999 წლიდან 2002 წლის ჩათვლით.51 წლის ფრანგმა – ფრენსის ჟუაიონმა “ორჩხომელით” (იახტა),57 დღე,13 საათი,34 წუთი და 6 წამი მოანდომა დედამიწის ირგვლივ მოგზაურობას.მან სტარტი 2007 წლის 23 ნოემბერ ფრანგული ქალაქიდან ბრესტიდან აიღო.აღსანიშნავია,რომ ამ მხრივ რეკორდსმენი მოგზაური ქართველებსაც გვყავს და იგი გახლავთ – ჯუმბერ ლეჟავა,რომელმაც ველოსიპედით სტარტი აიღო 1993 წლის 13 აგვისტოს და 2003 წლის 3 ნოემბრამდე იმოგზაურა მსოფლიოს გარშემო. 3 333 დღის მანძილზე იგი იმყოფებოდა დედამიწის 234 ქვეყანაში და 2 დამოკიდებულ ტერიტორიაზე.გადაიღო 50 000-ზე მეტი ფოტო,200 000-ზე მეტი ვიდეო-ფირი და შექმნა მოგზაურობის 7 000 გვერდიანი ძალიან საინტერესო დღიური.1999 წელს ჯუმბერს “იუნესკოსაგან” გადაეცა “მსოფლიო სპორტსმენის” საპატიო დიპლომი. (ავტორი გენია.ჯი)

ჟიულ ვერნის რომანის “80 დღე დედამიწის გარშემო”,გმირები -ფილეას ფოგი და ჟან პასპარტუ

სტივ ფოსეტი

ჯუმბერ ლეჟავა

იური გაგარინი