პაბლო რუის ი პიკასოს მოღვაწეობიდან…
გენიალური ესპანელი მხატვარი,სკულპტორი,მე-XX საუკუნის სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე და ავანგარდული ხელოვნების “კუბიზმის” ფუძემდებელი (ჟორჟ ბრაკთან ერთად) - პაბლო რუის ი პიკასო (1881-1973 წლები),თავდაპირველად თავისი უჩვეულო ნამუშევრებით აოცებდა პუბლიკას.ხოლო მოგვიანებით მისმა ხელოვნებამ უდიდესი გავლენა იქონია მთელ სამხატვრო სამყაროზე XX საუკუნისა.მიუხედავად იმისა,რომ მის ნამუშევრების შინაარს ბევრი ვერ გებულობდა,იგი მაინც თავისებური ინტერპრეტაციებით ხატავდა სურათებს და ამბობდა:
“მე გამოვსახავ სამყაროს არა ისეთს,როგორსაც ვხედავ – არამედ ისეთს როგორიც წარმომიდგენია.ეს კი ბევრად ფასეულია.სწორედ ეს არის ის რაც ხშირად ხელოვნებაზე მაღლა დგას”. (ავტორი გენია.ჯი)
თავისი პირველი ტილო პიკასომ რვა წლის ასაკში დახატა და ეს იყო სურათი – “პიკადორი”,რომელიც ხარებთან ბრძოლას ასახავდა.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ პიკასოს მამა ხოსე რუისი ხატვის მასწავლებელი იყო (ცნობილია რომ პაბლო პიკასო დედის გვარზე იყო),ამიტომ გასაოცარი არ უნდა იყოს მისი ბავშვობიდანვე ამ ხელოვნებით დაინტერესება.ნათლობის სრული სახელი გენიოსისა გახლდათ – “პაბლო დიეგო ხოსე დე პაულა ხუან ნეპონუსენო მარია დე ლოს რამეიდოს სიპრიანო დე ლა სანტისიმა ტრინიდად მარტინ პატრისიო რუის ი პიკასო”.მისი ხასიათის ერთ-ერთი თავისებურება გახლდათ ისიც,რომ თუ კი რაიმე ნივთს ამოირჩევდა,მას აღარასოდეს შეელეოდა.ასევე იყო მისი პულოვერის შემთხვევაშიც,რომელიც მიუხედავად იმისა რომ დაიხა,მაინც არ ეპუებოდა.12 წლის ასაკში პაბლოს მამამ სთხოვა დაეხატა მტრედები,პაბლომ კი ამ სურათში მთელი მისი ნიჭი ჩააქსოვა და როდესაც მამამ სურათს დახედა,გაოგნდა ნანახისგან.იგი დიდხანს აზრზეც კი ვერ მოდიოდა და ვერ გაეგო თუ როგორ შეძლო 12 წლის ბავშმა ასეთი “შედევრის” შექმნა. (ავტორი გენია.ჯი) მაშინვე გამოიტანა საკუთარი სამხატვრო ნივთები და შვილს გადასცა,თან უთხრა,რომ იგი ამ ხელოვნებას არასოდეს შეშვებოდა მისი ცხოვრების განმავლობაში.პიკასოს ხელოვნებაზე დიდი გავლენა იქონია მეგობრის თვითმკვლელობამ,ამ ამბავმა მასზე ძალიან დამთრგუნველად იმოქმედა.აღნიშნულ პერიოდს მხატვრისას “ცისფერ პერიოდსაც” კი უწოდებენ,რადგან ამ დროს მხატვარი ხატავდა სევდიან სურათებს,ალკოჰოლიკებს,მეძავებს,მათხოვრებს და ასე შემდეგ.სიკვდილის წინ პიკასომ განაცხადა,რომ მას ყველაზე მეტად – ამადეო მოდილიანის სურათები იზიდავდა და მისი აზრით იგი ერთ-ერთი საუკეთესო მხატვარიც გახლდათ სახვითი ხელოვნების ისტორიაში.კრიტიკოსები პაბლო რუის ი პაკასოს შესახებ წერდნენ:
“ყველა მისი ნამუშევარი თანაბარფასეულია,ხოლო მთელი მისი შემოქმედება კი შეუფასებელი”.
პაბლო პიკასო იყო ის გენიოსი,რომელმაც სამხატვრო სამყაროში,სრულიად ახალი სტილი და აზროვნება შეიტანა.მისი სახელი თავისივე შემოქმედებით კი,თავადვე უკვდავყო. (ავტორი გენია.ჯი)