„კარდინალი რიშელიეს” მოკლე დახასიათება”

„კარდინალ დე რიშელიეზე ერთგული მსახური საფრანგეთს არასდროს ჰყოლია”, – ასე შეაფასა თავისი პირველი მინისტრის ღვაწლი ლუი XIII დე ბურბონმა „სამართლიანმა” (1601-1643 წლები) თავის დროზე. თავად ამ უდიდესი პოლიტიკური მოღვაწის სიტყვები ასე ჟღერდა: „ჩემი პირველი მიზანი მეფის სიდიადე იყო, მეორე კი – სახელმწიფოს ძლიერება”. (ავტორი გენია.ჯი) მართლაც ძნელად თუ მოიპოვება ისეთი პოლიტიკური მოღვაწე, რომელიც ისე თავდადებით ემსახურა სამშობლოს, როგორც კარდინალმა რიშელიემ. მან შეძლო საფრანგეთის გადარჩენა, გაერთიანება და გაძლიერება. რელიგიური დაპირისპირებით გადაღლილი ქვეყანა ძლიერ მონარქიად ჩამოყალიბდა და ერთპიროვნული მმართველობა დააწესა. რიშელიემ არა მხოლოდ თავისი სამშობლოს ყოფა და კულტურა წარმართა ახალი გზით, არამედ მეზობელი სახელმწიფოების ისტორიაც საგრძნობლად შეცვალა. არმან ჟან დიუ პლესი რიშელიემ (კარდინალმა რიშელიემ 1585-1642 წლები) საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე საფრანგეთს, როგორც ძლიერ და ერთიან ქვეყანას. 1624 წელს ინიშნება სამეფო კარის პირველი მინისტრის თანამდებობაზე და, ამ დროიდან მოყოლებული გარდაცვალებამდე, ხელთ ეპყრა ქვეყნის სადავეები – აგვარებდა საშინაო თუ საგარეო საკითხებს, მაშინ როცა მეფეს მხოლოდ რიშელიეს მიერ შეთავაზებული სახელმწიფოს მოწყობისა და მმართველობის პრინციპების დადასტურება უწევდა. კარდინალს მიაჩნდა, რომ ქვეყნის გასაძლიერებლად და გასაერთიანებლად აუცილებელი იყო ერთხელისუფლებიანობა, ძლიერი მონარქის რაციონალური აზროვნება, რომელიც თავისუფალი იქნებოდა რაიმე მიკერძოებისაგან და, მდგომარეობისა და სიტუაციის შესაფერისად, შეცვლიდა პოლიტიკას, არ დაემორჩილებოდა ბედისწერასა და რელიგიურ განწყობას და სახელმწიფოს გაძლიერებისათვის არც ამორალურ საქციელზე იტყოდა უარს, მმართველობის ასეთი მოდელი რიშელიემ ძირითადად მაკიაველის უმნიშვნელოვანესი ნაშრომის – „მთავარი”-ს მიხედვით ჩამოაყალიბა და თავის ქვეყანას მიუსადაგა. რიშელიეს მემუარები არ შემოიფარგლება მისი პირადი ცხოვრების აღწერით. პირიქით, იგი საკმაოდ მოკრძალებულად ასახავს საკუთარ წვლილს საფრანგეთის ისტორიის მსვლელობისას და, ძირითადად, თავისი დროის საზოგადოებრივ ცხოვრებას აღწერს. (ავტორი გენია.ჯი) როგორც ისტორიკოსები ირწმუნებიან კარდინალი რიშელიე თავისი დროის გამორჩეული მწიგნობარი და მოაზროვნე გახლდათ, რაც მის მიერ განვლილი ცხოვრების თითოეულ დეტალშიც ნათლად ჩანს. რიშელიესი ბევრს ეშინოდა, თვით მეფეც კი უსიტყვოდ ემორჩილებოდა მის ნებას. შემორჩენილი მოგონებებიდან ჩანს, რომ შიში არც მისი სიკვდილის შემდეგ განელებულა მის მიმართ. ლუი XIII-ის კარის ერთ-ერთი დიდებულის, ლაროფრუშკოს მემუარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სამეფო კარზე რიშელიეს გარდაცვალების შემდეგაც, დიდებულებმა მისი შიში და მორიდება ვერ დაძლიეს. მეფე კი, რომელსაც თავისი პირველი მინისტრი სძულდა, ვერ ბედავდა მის ნებას კვლავ არ დამორჩილებოდა. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ როდესაც 1642 წლის 4 დეკემბერს დიდი კარდინალი გარდაიცვალა, საფრანგეთის მოსახლეობამ აღტაცებული ყიჟინით და აგიზგიზებული ჩირაღდნებით აღნიშნა რიშელიეს დარდაცვალება. მისი ცხოვრება საბოლოო ჯამში, შესაძლოა „მაკიაველის” დიდებული გამონათქვამით შეფასდეს:

„სიკეთის ქმნით ისევე შეიძლება მოიმკო მრისხანება, როგორც სიბოროტით”. (ავტორი გენია.ჯი)