“პაპიროლოგია”
“პაპიროლოგია” - ის სამეცნიერო დისციპლინაა,რომელიც პაპირუსზე დაწერილ ძველეგვიპტურ ტექსტებს შეისწავლის.პაპირუსს ამზადებდნენ ჭაობის მცენარის “Cyperus papyrus”-გან,რომელიც წარმოადგენს ისლისებრთა ჯიშის ერთლებნიან მცენარეთა ოჯახს.აღსანიშნავია,რომ ამ უძველესი ტექსტების მიმართ ისტორიკოსთა და მეცნიერთა ყურადღება იმთავიდანვე უდიდესი ინტერესის ობიექტი იყო. (ავტორი გენია.ჯი) აღმოჩენილი პაპირუსის ტექსტები შეიცავდა არამარტო ძველეგვიპტურ დამწერლობას,არამედ ლათინურსა და ბერძნულსაც.უნიკალური ისტორიული დოკუმენტები (დაწერილი პაპირუსზე),შემონახულ და გადარჩენილ იქნა ეგვიპტის ცხელი კლიმატის საშუალებით.ამ უძველესი ისტორიის მქონე ქვეყნის ქვიშებში ასევე აღმოჩენილ იქნა პაპირუსები არამეული,ძველრომაული,სირიული,ლიბიური,ეთიოპური,კოპტური,ფეჰლევური და არაბული ტექსტებით.თავდაპირველად “პაპიროლოგია”,იკვლევდა ძველბერძნულ და ლათინურ ენებზე შედგენილ პაპირუსის ტექსტებს,რადგან ძველეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრა ვერ ხერხდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) დიდმა ფრანგმა ეგვიპტოლოგმა და ენათმეცნიერმა – ჟან-ფრანსუა შამპილიონმა (ეგვიპტოლოგიის დამაარსებელი 1790-1832 წლები),როზეტის ქვაზე სამენოვანი წარწერის შესწავლის შემდეგ შეიმუშავა ძველეგვიპტური იეროგლიფების გაშიფვრის ძირითადი პრინციპები.სწორედ ეს დიდი მეცნიერი გახლავთ ძველეგვიპტური ენის გრამატიკის პირველი სახელმძღვანელოს ავტორიც.თუმცა იეროგლიფების გაშიფვრამდე,ასევე ცნობილი ფრანგი მეცნიერი ფრანსუა ჯომარი ღრმად იყო დარწმუნებული,რომ ძველეგვიპტურ პაპირუსებზე გამოსახული იეროგლიფები ვერასოდეს გაიშიფრებოდა.მიუხედავად ჯომარის ერთობ სკეპტიკური მოსაზრებისა,ჟან-ფრანსუა შამპილიონმა სათავე დაუდო უნიკალური ძველეგვიპტური ტექსტების გაშიფვრას,რამაც მსოფლიო ისტორიაში გარდატეხა მოახდინა.რადგან უამრავი ინფორმაცია იქნა გაშიფრული ეგვიპტისა და ზოგადად უძველესი სამყაროს შესახებ.თავად “პაპიროლოგია”,კი კიდევ უფრო საინტერესო და დამაინტრიგებელი სამეცნიერო დისციპლინა გახდა. (ავტორი გენია.ჯი)