დიოდორე სიცილიელი “ძველი ეგვიპტის” შესახებ…

ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ისტორიკოსი,მითოლოგი და ავტორი ცნობილი ნაწარმოებისა “ისტორიული ბიბლიოთეკა” - დიოდორე სიცილიელი (ძვ.წ.აღ-ით 90-30 წლები),ძველი ეგვიპტის შესახებ ერთ-ერთ ნაშრომში წერდა:

“ძველ ეგვიპტეში არსებობდა ქურდების კასტა.ქალაქში მცხოვრები ეგვიპტელები ვალდებულნი იყვნენ გაევლოთ განსაკუთრებული აღრიცხვა. (ავტორი გენია.ჯი) სახელმწიფო მოხელე ყველას ეკითხებოდა,თუ რა წყარო (შემოსავლები) გააჩნდათ ცხოვრებისათვის.ქურდები თურმე არ მალავდნენ,რომ ქურდობით ცხოვრობდნენ.ამ კასტის უფროსს აღრიცხვაზე უნდა ჰყოლოდა ყველა ქურდი.ეს უკანასკნელნი ნაქურდალს აბარებდნენ ქურდების უფროსს და მიუთითებდნენ დღეს,საათსა და ადგილს მოპარვისა.ამის შემდგომ დაზარალებულები მიდიოდნენ ქურდების უფროსთან და იხდიდნენ მათ მიერ დაკარგული ნივთის საფასურის ერთმეოთხედს,რის შემდეგაც იბრუნებდნენ საკუთარ ქონებას”.

P.S. აღსანიშნავია,რომ ასეთი წესი მოგვიანებით სხვა არაბულ ქვეყნებშიც არსებობდა. (ავტორი გენია.ჯი)