ოთარ მეღვინეთუხუცესის ნააზრევი…
“ნახეთ,რამდენი მშვენიერი რამ არსებობს ქვეყანაზე: ბუნება,ქალის სილამაზე,ვაჟკაცობა,ნამუსი,ნიჭიერება.ხედავთ,ეს პატარა მარცვალი,ადამიანი რომ ჰქვია,რამდენის შემძლე ყოფილა? ეს დედამიწაც რა ლამაზია.ზემოდან ვისაც უნახავს,კიდევ უფრო ლამაზი ყოფილა თურმე.რასაკვირველია,მინდოდა მეც დამენახა კოსმოსიდან,მაგრამ ეს ხომ ყველას ხვედრი არ არი.კაცობრიობამ ჯერ ვერ მიაღწია იმას,რომ ყველამ იმოგზაუროს კოსმოსში… ძნელი მისატოვებელია ეს ყველაფერი.ამიტომ უჭირთ ხოლმე ამ ქვეყანასთან განშორება.გაჭირვება ბევრია,მაგრამ გაივლის.(ავტორი გენია.ჯი) სიცოცხლეში მხოლოდ რამდენიმე ბედნიერი წუთი რომ გვქონდეს,იმისთვისაც კი ღირს ცხოვრება”.
“ნეტავი,ხელმძღვანელი საერთოდ არ არსებობდეს,ისეთი სამართლიანი ვიყოთ ადამიანები,რომ არავინ გვჭირდებოდეს ხელმძღვანელად… კარგი იქნებოდა,არავინ იჩაგრებოდეს… მაგრამ არ გამოდის ასე.ჩვენი ცხოვრება სრულყოფილი არ არის.ღმერთი ჩვენგან რასაც ითხოვს,იმას ვერ ვახერხებთ… ზოგჯერ ისე ხდება,ვიღაცას მკაცრად უნდა მოექცე.ვინ იყოს თეატრში,ვინ – არა,წარმოვიდგენდი,რომ ოდესმე ამაზე ვიფიქრებდი? ან იმას თუ დავუშვებდი,რომ ჩემ გამო ვიღაც წასულიყო თეატრიდან?! სამუშაოს მეტი არაფერი უნდა არტისტს… ეს სამუშაო რომ არ აქვს,დაბოღმილი გიყურებს და ეზიზღები უკვე.საშინელებაა! ერთადერთი მსახიობი,რომელიც თეატრში აღარ არის და ისევ მირეკავს – ზანდა იოსელიანია.რა კეთილშობილი ყოფილა ეს ქალი! შეუძლია,გადააბიჯოს ტკივილს,რომელიც ჩემი მიზეზითაც შეხვდა… თუმცა მარტო მე ხომ არ გადამიწყვეტია მისი ბედი.ექვსმა კაცმა კენჭი ვუყარეთ… როგორ დაძლია ეს ტკივილი?! (ავტორი გენია.ჯი)
კარგად მესმის მათი,ვინც თეატრში აღარ არიან.ბევრმა ვერ მაპატია ეს.მთავარ დამნაშავედ მივაჩნივარ.პროფესია დაკარგეს და ეს დიდი ტრაგედიაა.მე რომ ეგ შემმთხვეოდა,არ ვიცი,რა დამემართებოდა.მაგრამ საქმე დაუნდობელია.კაცი კი არა,მარტო საქმეა დაუნდობელი!”