ფრანც ბრენტანო
ფრანც ბრენტანო - დაიბადა 1838 წლის 16 იანვარს მარიენბერგში (გერმანია).იგი გახლდათ გამოჩენილი ავსტრიელი ფილოსოფოსი,ფსიქოლოგი და ფენომენოლოგიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი.ასევე ავტორია ანალიტიკური ფილოსოფიის რამდენიმე იდეისა.ფრანცი წარმოადგენდა ცნობილი გერმანელი პოეტისა და მწერლის კლემენს ბრენტანოს დისშვილს.მისი მშობლები გახლდათ ემილი და კრისტიანა ბრენტანოები.ფრანცის ძმა,ასევე ცნობილი ეკონომისტი – ლუიო ბრენტანო იყო.საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ დიდი ინტერესით დაიწყო თეოლოგიისა და ფილოსოფიის შესწავლა.რამდენიმე წლის მანძილზე ცხოვრობდა გრაცში (ავსტრია) მდებარე დომინიკელთა მონასტერში.1864-1866 წლებში მიენიჭა ფილოსოფიის პრივატ-დოცენტის ხარისხი ვიუცბერგში და ამავე უნივერსიტეტში 1873 წელს მიენიჭა პროფესორის ხარისხიც.თუმცა მალევე დატოვა აღნიშნული უნივერსიტეტი.1880 წელს უარი განაცხადა ვენის უნივერსიტეტში ეხელმძღვანელა ორდინარური ფილოსოფიის კათედრისათვის.მანვე უარი თქვა მინიჭებოდა ამავე უნივერსიტეტის პროფესორის ხარისხი.ვენის უნივერსიტეტში ის მხოლოდ პრივატ-დოცენტის ხარისხით ატარებდა ლექციებს.მისი ფილოსოფიური შეხედულებები თანხვედრილი გახლდათ ძველი ბერძენი ფილოსოფოსის არისტოტელეს და მისი შემდგომი თაობების (ანალოგიური ფილოსოფიური მხედველობის) მქონე ფილოსოფოსების შეხედულებებთან. (ავტორი გენია.ჯი) ბრენტანოს უმთავრესი ნაშრომები გახლავთ – “Die Psychologie des Aristoteles”,რომელიც ფრანცმა დაწერა 1867 წელს.ხოლო მეორე მნიშვნელოვანი ნაშრომია – “Psychologie vom empirichen standpunkte”,რომელიც პირველად 1874 წელს გამოიცა გერმანიის ქალაქ ლაიფციგში.როგორც ფრანც ბრენტანო ამტკიცებდა “ნამდვილი მეთოდი ფილოსოფიისა არაფრით განსხვავდებოდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებისაგან”.მისმა ფილოსოფიურმა შეხედულებებმა უდიდესი გავლენა იქონია გვიანდელ გერმანელ ფილოსოფოსებზე.მაგალითად ისეთებზე,როგორებიც იყვნენ – ედმუნდ ჰუსერლი,მეინონგი და სხვები.ასევე დიდი როლი ითამაშა ლოგიკური პოზიტივიზმის განვითარებაში.ფრანც ბრენტანო გარდაიცვალა 1917 წლის 17 მარტს ციურიხში (შვეიცარია).მისი ფილოსოფიური მხედველობა კი დღესაც აქტუალურია ამ უდიდეს მეცნიერებაში. (ავტორი გენია.ჯი)