“გო იუი”
“გო იუი” - სიტყვასიტყვით აღნიშნავს – “სამეფოების სიტყვას”.იგი გახლავთ ძველი ჩინური ორატორული ხელოვნების შესანიშნავი ძეგლი (ნიმუში).მასში შეკრებილია ძველი ჩინეთის რვა სამეფოს – ცის,ლუს,ჯოუს,უს,იუვეს,ჩუს,ჯენისა და ძინის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მასალები,რომლებიც მოიცავს პერიოდს ძვ.წ.აღ-ით 962 ან 947 წლიდან ძვ.წაღ-ით 432 წლამდე.მასში მოცემულია მეფეთა სამასამდე გამოსვლა,რომელთა უმეტესობა,ძირითადად პოლიტიკური შინაარსისაა და მოიცავს ძვ.წ.აღ-ით X საუკუნიდან ძვ.წ.აღ-ით მე-V საუკუნის ჩათვლით მოვლენებს. (ავტორი გენია.ჯი) შედგება ოცდაერთი თავისაგან (ძიუანისგან).ოფიციალური ჩინეთის ისტორიოგრაფია უკვე ხანის ეპოქიდან (ძვწ.აღ-ით III საუკუნიდან ახალი წელთაღრიცხვის III საუკუნემდე),მის ავტორად მიიჩნევს ლუს სამეფოს ისტორიოგრაფს ძო-ციუ-ინს (ძვ.წ.აღ-ით V საუკუნე),რომელიც თავის მხრივ კონფუცის მოსწავლე გახლდათ და “გო იუიც’ ამ პერიოდიდან “კონფუციანიზმურ” იდეოლოგიას ემყარება.თანანმედროვე ისტორიკოსები მიიჩნევენ,რომ იგი წარმოადგენს სხვადასხვა ავტორების ჩანანწერების ისტორიოგრაფიულად გადამუშავებულ კრებულს.”გო იუი”-ში ყველაზე დიდი ადგილი უკავია ძინის სამეფოს.პირველი ეპიზოდი,რომელიც ამ ძეგლშია შეტანილი გახლავთ მუ-ვანის გალაშქრება ციუანჟინებზე ძვ.წ.აღ-ით 953 წელს.ხოლო ბოლო მოვლენები კი დაფიქსირებულია ძვ.წ.აღ-ით 453 წლით,როდესაც ჩჟის გვარი დაიღუპა.ტექსტების ერთიანად და სრულყოფილად თავმოყრა შესაძლებელი გახდა ძვ.წ.აღ-ით 453 წელს.მის შემკრებად და ავტორად ამის გამო მიიჩნევენ კონფუცის თანამედროვეს “ცძო-ციუ-მინს”.რაც შეეხება სათავეს ამ უნიკალური ძეგლის შექმნისას,თუ ვინ ჩაუყარა საფუძველი (მიუხედავად მრავალი მოსაზრებისა) დღემდე უცნობი რჩება. (ავტორი გენია.ჯი)