ჯონ უილიამ უოტერჰაუსი – “ლედი შალოტიდან”

“ლედი შალოტიდან” - დიდი ინგლისელი პრერაფაელისტი მხატვრის - ჯონ უილიამ უოტერჰაუსის (1849-1917 წლები) მიერ 1888 წელს დახატული ყველაზე ცნობილი ტილოა. იგი გახლავთ პირველი ვერსია სურათებისა,რომელიც მიეძღვნა ცნობილი ინგლისელი პოეტის – ალფრედ ტენისონის პოემას – “ჯადოქარი შალოტი”.აღსანიშნავია,რომ ტენისონის პოეზია დიდი პოპულარობით სარგებლობდა პრერაფაელისტებში,რომელთა რიგის ხელოვანსაც განეკუთვნებოდა,თავად უოტერჰაუსიც. (ავტორი გენია.ჯი) პრერაფაელისტი მხატვრები – ჰოლმან ჰანტი,დანტე გაბრიელ როზეტი,არტურ ჰიუზი და უოტერაუსი,მათ მიერ შექმნილ ტილოებში “ჯადოქარ შალოტის” შესახებ,ყოველთვის ავსებდნენ სურათების სიუჟეტებს,თავიანთი ხედვებით და მასში მკაფიოდ გამოსახავდნენ მსოფლმხედველობას “ვიქტორიანულ ეპოქაში” მაცხოვრებელი ადამიანებისა.საილუსტრაციოდ,აღნიშნული პოემიდან ირჩევდნენ სხვადასხვა სიუჟეტის ნაწყვეტებს.ამასთანავე თავიანთი ინტერპრეტაციით ხატავდნენ მანდილოსანთა სტატუსს.უოტერჰაუსმა ტილოში – “ლედი შალოტიდან”,ასახა ის ეპიზოდი,როდესაც ლედი შალოტი (ელეინი) ნავში ზის.მას ხელთ ჯაჭვი უპყრია,რომლითაც ნავი ნაპირზე არის მიბმული.აქვე სურათზე ჩანს გობელენი,რომელიც ერთ დროს მისთვის ცხოვრების უმნიშვნელოვანეს დეტალს წარმოადგენდა.ახლა კი ამ გობელენს შალოტასთვის ყოველგვარი მნიშვნელობა დაუკარგავს.გობელენის ნაწილი წყლით არის დაფარული.სურათზე გამოსახული სანთლები ერთგვარად გამოხატავს სიმბოლიზირებას – სიცოცხლისა”.ელეინი ამ სიუჟეტებს სასოწარკვეთით და მწუხარებით უყურებს. (ავტორი გენია.ჯი) იმ სამი სანთელიდან რომელიც სურათზეა გამოსახული ორი ჩამქრალია,რაც მხატვრის გრძნობებით ელეინის ცხოვრების მალე დასასრულს მოასწავებს.სურათის მიხედვით,ტილოს მთავარი გმირი მღერის – “მის გამოსამშვიდობებელ სიმღერას”.მხატვარმა ტილოზე,მთელი ემოციით,შესანიშნავად და დიდებულად გადმოსცა სასოწარკვეთილი ელეინის ერთ-ერთი ამაღეკვებელი ეპიზოდი და ემოციები.რაშიც აშკარად იკითხება მისი ტრაგიკული ბედი.მოგვიანებით უოტერჰაუსმა,კიდევ ორი ტილო შექმნა პოემიდან (1894 და 1911 წლებში).მიუხედავად ამისა,მხატვრის პირველი ტილო (“ლედი შალოტიდან”),ყველაზე უფრო მეტად იმსახურებს მნახველთა ყურადღებასა და მოწონებას. (ავტორი გენია.ჯი)