“ეფორები”

“ეფორები” - ბერძნულ ენაზე – “ზედამხედველს” ნიშნავს.ისინი თავდაპირველად ძველ სპარტაში,ხოლო მოგვიანებით ძველ საბერძნეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებშიც ასრულებდნენ კანონების დაცვისა და მათზე ზედამხედველობის ფუნქციებს.როგორც ჰეროდოტე ირწმუნება “ეფორების” მოვალეობის შემოღებას სპარტაში საფუძველი ჩაუყარა,ძველბერძენმა კანონმდებელმა – ლიკურგოს სპარტელმა,რომელიც მოღვაწეობდა ძვ.წ.აღ-ით IX-VIII საუკუნეებში. (ავტორი გენია.ჯი) აქვე აღსანიშნავია,რომ სპარტის სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში ზეპირი,ლეგენდარული გადმოცემების თანახმად უდიდესი როლი ითამაშა სწორედ ლიკურგოს სპარტელმა,რომელსაც ჩვენს სამეცნიერო ლიტერატურაში ლიკურგად მოიხსენიებენ.თუ პლუტარქეს დავუჯერებთ,ლეგენდარული სპარტელი კანონმდებელი იყო სპარტის მეფის – ლეობოტას ბიძა და მისი აღმზრდელი.ძვ.წ.აღ-ით V-IV საუკუნეების ავტორების თხზულებებში,ლიკურგოსს მიეწერებოდა სპარტის სახელმწიფო წყობილების ყველა ინსტიტუტის ჩამოყალიბება.მასვე მიაწერენ უხუცესთა საბჭოს,იგივე “გერუსიას” შექმნასაც.აქვე აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ გერუსია და ეფორები ერთმანეთთან დაპირისპირებაში იმყოფებოდნენ.ეფორები თავდაპირველად მეფეების მოადგილეებად ითვლებოდნენ.ისინი მეფეების სახელით ახორციელებდნენ სამოქალაქო იურისდიქციას.თანდათან კი ეფორების ძალაუფლება იმდენად გაძლიერდა,რომ ისინი მეფეების ძალაუფლებასაც დაუახლოვდნენ,ხოლო მოგვიანებით კი გადაფარეს კიდეც.სპარტის დიდკაცობა ხელს უწყობდა ეფორების ხელისუფლების გაძლიერებას და მათ უპირისპირებდა მეფეებს.თუ კი ადრე ეფორებს მეფეები ნიშნავდნენ,მათმა არჩევითობის პრინციპის შემოღებამ ხელი შეუწყო მათი ძალაუფლების გაძლიერებას.მათ ყოველწლიურად ირჩევდნენ სახალხო კრებებზე და მასში მონაწილეობის მიღების უფლება გააჩნდა ნებისმიერ სრული მოქალაქეობის მქონე სპარტელს 30 წლიდან 60 წლამდე.ეფორების რაოდენობა ხუთი ადამიანისაგან შედგებოდა და დებდნენ ფიცს,რომლის თანახმადაც ისისნი ერთგული იქნებოდნენ მეფისა და კანონის უმკაცრესად დაცვისა.ეფორებს ევალებოდათ გერუსიის და სახალხო კრების მოწვევა და მათი სათანადო ხელმძღვანელობა.არაიშვიათად ეფორები სახალხო კრებას ან გერუსიას მეფეების დაუკითხავად იწვევდნენ და მათ წინააღმდეგ წარმართავდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ქვეყნის საშინაო მართვაც მნიშვნელოვნად ეფორების ხელში იყო.ისინი თვალყურს ადევნებდნენ კანონების კეთილსინდისიერად აღსრულებას და სასტიკ მეთვალყურეობას უწევდნენ დისციპლინის დაცვას.მათი მეთვალყურეობა თავად მეფეებზეც კი ვრცელდებოდა.გადმოცემის თანახმად,თავისი მოვალეობის შესრულებას,რომ იწყებდნენ,ეფორები მიმართავდნენ მოქალაქეებს მოთხოვნით,მოეპარსათ ულვაში და დამორჩილებოდნენ კანონს.მათ ყველაფერში უნდა დაეცვათ სასტიკი საშინაო დისციპლინა,რომელიც დაწესებული იყო სპარტაში.ლეგენდარულ ლიკურგოსს მიეწერებოდა ახალგაზრდობის მკაცრი ეგრეთწოდებული სპარტანული აღზრდის მეთოდების შემოღებაც და იგი რელიგიური წეს-ჩვეულებების დონეზე ჰქონდათ აყვანილი.ეფორების ძალაუფლება იქამდეც კი გაიზარდა,რომ როცა მეფე ლაშქრობაში მიდიოდა,მას მეთვალყურედ ორი ეფორი ჰყავდა მიჩენილი.მეფე ითვლებოდა ქურუმადაც.მეფეს შენარჩუნებული ჰქონდა სასამართლო ხელისუფლება.მიუხედავად ამისა ეფორები განუსაზრვრელ ძალაუფლებას ფლობდნენ.სპარტის სახელმწიფოში ეფორებისა და მეფეების ურთიერთდამოკიდებულება კარგად ჩანს სპარტის სოციალურ-პოლიტიკური სტრუქტურის წინააღმდეგობრივი ხასიათში და სახელმწიფოებრივი საწყისების ფორმალური,გარეგნული შეგუება ერთმანეთთან,რომელიც რიგ შემთხვევებში მათ შორის კონფლიქტსაც კი ვერ მალავდა.ერთი მხრივ,მეფეებს პატივით ეპყრობოდნენ,მათ მატერიალურადაც უზრუნველყოფდნენ,ხოლო,მეორე მხრივ,ეფორეებს მეტი ძალაუფლება გააჩნდათ,ვიდრე მეფეებს. (ავტორი გენია.ჯი) სიმპტომათიურია ის გარემოებაც,რომ როდესაც მეფეები გამოჩნდებოდნენ საკრებულოში,მათ წინაშე ყველა ფეხზე უნდა წამომდგარიყო,მაგრამ ეფორებს გააჩნდათ უფლება მეფის თანდასწრებითაც თავიანთ სავარძელში მსხდარიყვნენ.ეფორების ინსტიტუტმა საუკუნეების მანძილზე ცვალებადობა განიცადა და ნელ-ნელა მათი ძალაუფლება შემცირდა.სპარტის მეფემ კლეომენ III-ემ ძვ.წ.აღ-ით 227 წელს ეფორების ინსტიტუტი გაუქმებულად გამოაცხადა.სპარტაში ამ ინსტიტუტის გაუქმების მიუხედავად მაკედონიაში ანტიგონე III დოსონელის მეფობის პერიოდში (ძვ.წ.აღ-ით 229-220 წლები),სელასიის ბრძოლის შემდგომ ეფორების ინსტიტუტი შემოიღო მის სამეფოში.საბოლოო ჯამში “ეფორებმა” ახალი წელთაღრიცხვით II საუკუნემდე იარსება და წერტილი მას რომის იმპერატორმა ადრიანემ დაუსვა,რომელიც ქვეყანას მართავდა 117-138 წლებში. (ავტორი გენია.ჯი)