იცით თუ არა,რომ

1. კორეის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიროვნებაა – ვან გონი (877-943 წლები).მან ძალაუფლება ხელში ჩაიგდო 918 წელს.938 წელს კი პირველად ისტორიაში გააერთიანა მთელი ქვეყანა,რომელსაც შემდგომ – კორეა ეწოდა.

2. ღვინო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე პირველად 1659 წელს დაამზადეს და მეღვინეობა დღესდღეობით ამ ქვეყნის კვების მრეწველობის წამყვანი დარგია.მარტო დასავლეთ “ქეიფის” პროვინციაში ამ დარგში 30,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.

3. ბრაზილიის უძველეს ქალაქად,რომელიც დღემდე მოქმედი ქალაქია გახლავთ – სალვადორი.იგი დაარსებულ იქნა 1510 წელს და 1763 წლამდე ამ ქვეყნის პირველ დედაქალაქს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი)

4. ეგვიპტის კინემატოგრაფია ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში.პირველი “მოძრავი სურათები” მდინარე ნილოსის ნაპირებზე ნაჩვენები იქნა კაფე “აზ ზავანში” 1896 წლის იანვარში.ამ ქვეყნის დედაქალაქში პირველი მუდმივმოქმედი კინოთეატრი 1906 წელს დაარსდა.

5. მსოფლიოში ყველაზე დაუცველ საზღვრად ამერიკა-კანადის საზღვარი მიიჩნევა.მისი სიგრძე კი 8890 კილომეტრია.

6. პირველი ავსტრალიური გაზეთი “სიდნეი გაზეთ ენდ ნიუ საუთ უელს ედვერთაიზერი” გამოცემულ იქნა 1803 წელს და მისი გამომცემელი გახლდათ გადასახლებაში მყოფი – ჯორჯ ჰოუ.

7. ჩინური იეროგლიფური დამწერლობა სათავეს იღებს ჩვენს ერამდე II ათასწლეულში.იგი მოიცავდა 2500-ს იეროგლიფს.დღევანდელი სახე მან მიიღო III საუკუნის ბოლოს და იეროგლიფთა რაოდენობამ 50000-ს მიაღწია,მათ შორის ყველაზე ხშირად დღესდღეობით 7000 იეროგლიფი გამოიყენება.

8. იაპონიაში სულ თეატრის სამი ტრადიციული სახეობა არსებობს – კაბუკი,ნო და ბუნრაკუ.მათ შორის უძველესია – ნო,რომელიც 1374 წელს დაარსდა.

9. საუდის არაბეთის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე განსაკუთრებულ საგანძურად მიიჩნევა ქალაქი – ჯუფი,რომლის ასაკიც ჩვ.წ.აღ-მდე VII საუკუნით თარიღდება (ზააბალის ციხე-სიმაგრე) და უმდიდრეს ისტორიული ღირებულების მქონე არქიტექტურულ კომპლექს წარმოადგენს.

10. მუსლიმან-შიიტთა უწმინდეს ქალაქს ირანში მდებარე ქალაქი – კუმი წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი)