იზაბელ იასმინ აჯანი
იზაბელ იასმინ აჯანი - დაიბადა 1955 წლის 27 ივნისს საფრანგეტის დედაქალაქ პარიზში.იგი გახლვათ ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მსახიობი ქალი,კინოსა და თეატრისა.მას სარეკორდო რაოდენობით 5-ჯერ მიენიჭა ფრანგული ეროვნული კინოაკადემიის ერთ-ერთი გამორჩეული ჯილდო – “სეზარი”,ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.იზაბელი ალჟირელი ემიგრანტის მოჰამედ შერიფ აჯანისა და ფრანგი ნემკი ავგუსტას ქალიშვილი გახლავთ.12 წლის ასაკში პირველად ითამაშა სამოყვარულო თეატრის სცენაზე,ამავე პერიოდში გადაღებულ იქნა კინოფილმში,თუმცა მისი როლი საკმაოდ პატარა მონაკვეთს მოიცავდა.15 წლის იზაბელი საზაფხულო არდადეგების დროს,გადაღებულ იქნა მის მიერ ნათამაშებ პირველ მხატვრულ ფილმში “პატარა მაღაროელი”.1971 წელს იგი მიიწვია ნინა კომპანეეცმა ფილმში “ფოსტინი და შესანიშნავი ზაფხული”. (ავტორი გენია.ჯი) 1972-1974 წლებში რეჟისორ რობერტ ოსეინთან კონტრაქტის საფუძველზე სახალხო თეატრ რეიმსში,ითამაშა დიდი ესპანელი დრამატურგის სპექტაკლში “ბერნარდ ალბას სახლი”.მალევე იზაბელს იწვევს “კომედი ფრანსეზის” თეატრი,სადაც ითამაშა სპექტაკლებში “ცოლების სკოლასა” და “უნდინაში”.მისმა ტალანტმა და სამსახიობო ნიჭმა აღფრთოვანებაში მოიყვანა მაყურებელი და რეჟისორები,რის გამოც შესთავაზეს 20 წლიანი კონტრაქტი.1974 წელს იზაბელ აჯანი თამაშობს კლოდ პინოტოს ფილმში,რის შემდეგაც იგი ტოვებს თეატრს და გადაღებებს იწყებს ფრანსუა ტრიუფოს ფილმში “ადელი გ.-ს ისტორია”.ამ ფილმა იზაბელს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი წარმატება მოუტანა და მისი სახელი ფართოდ იქნა კინოსამყაროსათვის წარმოდგენილი.მან ვიქტორ ჰიუგოს ქალიშვილის როლის შესრულებისათვის წარდგენილ იქნა “ოსკარისა”და “სეზარის” პრემიებზე.1976 წელს ეკრანებზე გამოვიდა ანდრე ტეშინეს ფილმი “ბაროკო” და რომან პოლანსკის ფილმი “მდგმური”,რომლებმაც აჯანის დიდი წარმატება მოუტანა.იზაბელ აჯანი ასევე გადაღებულია ფილმებში: “მძღოლი”,”ცეცხლი და მახვილი”,”ბოლო გაკვათილი” და სხვა ფილმებში.თუმცა მას როგორც მსახიობს უდიდესი წარმატება მოუტანა 1994 წელს პატრის სეროს მიერ გადაღებულ,ალექსანდრე დიუმას სესანიშნავი ისტორიული რომანის მიხედვით ფილმში “დედოფალი მარგო”.სადაც მან მართლაც გენიალურად წარმოაჩინა დედოფალი მარგოს სახე.მას ნათამაშები აქვს ისეთ გენიალურ მსახიობებთან ერთად როგორებიც არიან: ჟერარ დეპარდიე,კლაუს კინსკი,ვენსან პერესი და სხვები.1997 წელს იზაბელ აჯანი ხელმძღვანელობდა ჟიურის “კანის კინოფესტივალზე”.2010 წელს მან მიიღო მისი რიგით მეხუთე “სეზარის” პრემია,ფილმისათვის “ბოლო გაკვეთილი”. (ავტორი გენია.ჯი) 1980 წელს იზაბელს შეეძინა ვაჟი კინორეჟისორ ბრუნო ნუიტენასაგან,1995 წელს კი შეეძინა ასევე ვაჟი მსახიობ დანიელ-დე-ლუისისაგან,რომელთან ერთადაც იგი წლების მანძილზე ცხოვრობდა ლონდონში.მასთან განშორების შემდეგ 2002 წელს იზაბელი დაქორწინებას აპირებდა ფრანგ კომპოზიტორ ჟან-მიშელ-ჟარასთან,თუმცა მათი ქორწინება არ შედგა,როგორც თავად მსახიობი აცხადებს ჟანის ღალატის გამო.იზაბელ აიასმინ აჯანის ნათამაშები აქვს 40-მდე ფილმსა და მრავალ სპექტაკლში და დღესაც აქტიურად არის ჩართული კინოხელოვნებაში.იგი ორგზის ოსკაროსანი მსახიობია,პირველად მას ეს ჯილდო წილად ხვდა 1976 წელს ფილმისთვის “ადელი გ-ს ისტორია” და 1990 წელს ფილმისთვის “კამილა კლოდელი”.იგი ასევე ნომინანტია ბერლინის კინოფესტივალის “ვერცხლის დათვის ” 1989 წელს და კანის კინოფესტივალის 1981 პრემიებისა. (ავტორი გენია.ჯი)