“კანოს სკოლა”
“კანოს სკოლა” - ინგლისურ ენაზე “Kano school”,წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სამხატვრო სკოლას იაპონური სახვითი ხელოვნებისა.იგი დაარსებულ იქნა გამოჩენილი იაპონელი მხატვრის – კანო მანასობუს (1434-1530 წლები) მიერ,რომელიც თავის მხრივ თანამედროვე გახლდათ,შუასაუკუნეების დიდი იაპონელი მხატვრის – ტოიო სესიუსი.კანომ სახვითი ხელოვნება შეისწავლა,მურომატის პერიოდის ერთ-ერთ უდიდეს მხატვართან – ტენსიო სიუბუნთან.მისი ხელოვნება გაჯერებული გახლდათ,როგორც ჩინური სახვითი ხელოვნების ელემენტებით,ასევე განსაკუთრებით სიუბუნის სახვითი სტილით.მისმა პოპულარობამ სახვით ხელოვნებაში იმდენად დიდ აღიარებას მიაღწია,რომ მალევე იაპონელი სიოგუნის (სამხედრო-ფეოდალური გამგებელი) კარის მხატვრად აიყვანეს.(ავტორი გენია.ჯი) თავად “კანოს სკოლა” კანო მანასობუსთან ერთად,ჩამოყალიბებულ იქნა იმ მხატვრების მიერ,რომლებიც მიეკუთვნებოდნენ მანასობუს სახვითი ხელოვნების სტილის მატარებლებს.”აძუმი-მომოიამას პერიოდში” (1568-1603 წლები),აღნიშნულმა სამხატვრო სკოლამ მისი განვითარებისა და პოპულარობის “ზენიტს” მიაღწია.”კანოს სკოლის” წარმომადგენლები ჰქმნიდნენ სურათებს სხვადასხვა თემატიკებისა – პეიზაჟის,ცხოველების,ფრინველების,ბუნების და სხვა.ისინი სურათებით ამკობდნენ სხვადასხვა იაპონელი დიდებულების სასახლეების კარებებსა და კარიბჭეებს,რომელთაგან ყველაზე ცნობილი ორიგინალი დღემდეა შემორჩენილი იაპონიის ქალაქ კიოტოში მდებარე – “ნინძიოს სასახლეში”. გარდა ამისა,”კანოს სკოლის” ოსტატები ცნობილები გახლდნენ თავიანთი შესანიშნავი მონოქრომული ნამუშევრებით აბრეშუმზე.(ავტორი გენია.ჯი) მათი ხელოვნებისათვის დამახასიათებელი გახლდათ კომბინაციები,რეალური საგნებისა და ცოცხალი არსებებისა.”კანოს სკოლა” დღემდე მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და აღიარებულ სამხატვრო სკოლად “ამომავალი მზის” ქვეყანაში – იაპონიაში.
“კანოს სკოლის” მხატვართა ნიმუშები
“კანოს სკოლის” წარმომადგენელთა მიერ გაფორმებული – “ნინძიოს სასახლის” კარიბჭე