“ოიკუმენე”

“ოიკუმენე” - შესაძლოა მოვიხსენიოთ ასევე,როგორც – ოკუმენა.კულტურული ოეკუმენე ბერძნული სიტყვაა და აღნიშნავს – ვცხოვრობ,ვბინადრობ.იგი წარმოადგენს ტერმინს,რომელიც იხმარება დედამიწის ადამიანებით დასახლებული ადგილების აღსანიშნავად.ეს ტერმინი თავდაპირველად ხმარებაში შემოიღო ძველბერძენმა ისტორიკოსმა და გეოგრაფმა – ჰეკატეოს მილეტელმა (ძვ.წ.აღ-ით 550-490 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ოეკუმენას ცნებაში იგი გულისხმობდა ევროპას (ჩრდილოეთ ნაწილის გარდა),მცირე და წინა აზიას,ინდოეთსა და ჩრდილოეთ აფრიკას.თავდაპირველად ეს ტერმინი აღნიშნავდა მიწებს,რომლებიც ბერძნული ტომებით იყო დასახლებული.შემდეგ აღნიშნავდა ცივილიზებული მსოფლიოს იმ ნაწილს,სადამდეც რომის იმპერიის კულტურულ-პოლიტიკური გავლენა ვრცელდებოდა. (ავტორი გენია.ჯი) უფრო მოგვიანებით კი მას გამოიყენებდნენ იმ დასახლებული მიწების აღსანიშნავად,რომელიც კაცობრიობამ იცოდა იმ პერიოდისათვის.მე-XIX საუკუნეში ეს სიტყვა და მისი წარმომავლობა გავრცელებას იწყებს დასავლეთევროპულ ქვეყნებში,რაც სათავეს უდებს “ეკუმენისტურ მოძრაობას” პროტესტანტებს შორის.თუმცა “ოიკუმენასა” და “ეკუმენიზმს” შორის ძალიან დიდი განსხვავებაა,ოიკუმენა გეოგრაფიული ტერმინია და მას არანაირი კავშირი რელიგიასთან არა აქვს.იგი წარმოადგენს მხოლოდ გეოგრაფიულ,ისტორიულ,ეკოლოგიურ და კულტურულ ტერმინს,რომელიც აღნიშნავს დედამიწის დასახლებულ ადგილებს. (ავტორი გენია.ჯი)