მარტინ ლუთერი – “ეპიზოდი”

1521 წლის 20 დეკემბერს,თეოლოგიის პროფესორმა და ბიბლიის მთარგმნელმა გერმანულ ენაზე - მარტინ ლუთერმა (1483-1546 წლები),რომელიც იმ პერიოდში თეოლოგიის პროფესორი გახლდათ ვიტენბერგის უნივერსიტეტში,ჩაიდინა მანამდე გაუგონარი “მკრეხელობა”.მან ქალაქის შესასვლელთან საჯაროდ გამოიტანა და დაწვა რომის პაპის “ბულა” (რომის პაპის ბრძანებულება).ის ბრძანებულება,რომელიც ლუთერმა კოცონზე დაწვა,წარმოადგენდა რომის კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობელი ბრძანებას,ეკლესიიდან მარტინ ლუთერის მოკვეთისა (გაძევებისა).ადგილობრივი მოსახლეობა,რომელიც ამ ფაქტს შეესწრო,ძლიერ შეშინდა და მალე ლუთერს,როგორც “ერეტიკოსს” ისე დაუწყეს ყურება.ის სტუდენტები კი,რომლებიც თავად ლუთერის სტუდენტებს წარმოადგენდნენ,აღნიშნულ ფაქტს აღფრთოვანებით შეხვდნენ.სწორედ ასე გახდა მარტინ ლუთერი სრულიად ახალი “ქრისტიანული რელიგიის” რეფორმაციისა და მისი ერთ-ერთი მიმართულების “ლუთერანობის” დამაარსებელი. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი საქციელის ჩადენას წინ უსწრებდა დიდი კონფლიქტი,რომელიც კარგა ხნით ადრე დაიწყო მასსა და რომის კათოლიკურ ეკლესიას შორის.ჯერ კიდევ 1517 წლის 31 ოქტომბერს ახალგაზრდა ბერმა-ავგუსტინელმა მარტინ ლუთერმა ჩამოაყალიბა 95 თეზისი,რომელთა ნაწილიც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა კათოლიკური ეკლესიის რიგ დოგმებს.იგი განსაკუთრებით წინააღმდეგი გამოდიოდა ცოდვების გამოსყიდვის წინააღმდეგ,რომელიც “ინდულგენციად” არის ცნობილი.ლუთერი ამ საკითხის შესახებ წერდა:

“ინდულგენცია თანხისთვის? ეს რას ნიშნავს? ესე იგი შეცოდე რამდენიც გინდა და მერე მისი საშუალებით გამოისყიდე? გამოდის,რომ რაც უფრო მეტი ფული გაქვს,მით უფრო ნაკლები ცოდვა გაწევს? ასეთი დოგმები,როგორ შეიძლება ახლოს იყოს “ქრისტიანულ სარწმუნოებასთან” და “ადამიანურ მორალთან?”

ამ თეზისებმა არა მარტო ვიტენბერგის მოსახლეობაში,არამედ ვიტენბერგის მონასტერშიც შეაღწია. (ავტორი გენია.ჯი) ამის შემდეგ ასკეტმა-ბერმა ლუთერმა,რომელმაც ზეპირად იცოდა “ბიბლია”,თავისი თეზისები წერილობით გაავრცელა მთელ გერმანიაში.ასე წარმოიშვა მარტინ ლუთერისაგან ახალი მიმართულება რელიგიისა “ლუთერანობა”.იგი ვერც კი წარმოიდგენდა სიცოცხლეში,რომ სათავე დაუდო ახალ რეფორმასა და ახალ “ლუთერანულ ეკლესიას”.მოგვიანებით ვიტენბერგის უნივერსიტეტში დაბრუნების შემდგომ,მიენიჭა “დოქტორის” ხარისხი,სადაც ღვთისმეტყველებას შეასწავლიდა სტუდენტებს.მალევე დაქორწინდა და შეეძინა შვილები.გარდაიცვალა მშობლიურ ქალაქ აისლებენში,ოჯახურ გარემოცვაში.”ლუთერანული ეკლესია” კი დღემდე უდიდესი გავლენით სარგებლობს გერმანიასა და ჩრდილოეთ ევროპის რიგ ქვეყნებში. (ავტორი გენია.ჯი)