იან ამოს კომენსკი – “კლასიკური პედაგოგიკის ფუძემდებელი”
იან ამოს კომენსკი (1592-1670 წლები) – გახლდათ ის დიდი ჩეხი პედაგოგი,ჰუმანისტი,მწერალი და საზოგადო მოღვაწე,რომელიც დღემდე მიიჩნევა “კლასიკური პედაგოგიკის ფუძემდებლად”.იგი ჯერ კიდევ XVII საუკუნეში გამოდიოდა ინიციატივით,რომ სკოლებში სწავლა უნდა დაყოფილიყო, (ავტორი გენია.ჯი) ყოვლისმომცველ ოთხ ასაკობრივ ჯგუფად.ეს ჯგუფები გახლდათ:
1. ბავშვთა – 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.
2. მოზარდთა – 6 წლიდან 12 წლამდე მოზარდებისათვის.
3. ახალგაზრდული – 12 წლიდან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისათვის.
4. უმაღლესი სკოლა – 18 წლიდან 24 წლამდე ახალგაზრდებისათვის.
იან ამოს კომენსკი იყო მოთავე და პირველი ადამიანი,რომელმაც გამოთქვა იდეა “საბავშვო წიგნების” ილუსტრირებული სახით გამოცემისა.იგი სისტემატიზებას უკეთებდა სასწავლო პროცესს და შემოიღო კონცეფცია გაკვეთილებისა,როგორც ძირითადი ფორმა ბავშვებთან მუშაობისა. (ავტორი გენია.ჯი) მისი არაერთი იდეა პრაქტიკაში შემოღებულ და გათვალისწინებულ იქნა კიდეც მრავალ ევროპულ პედაგოგიკაში.აინ ამოს კომენსკის საკმაოდ ტრაგიკული პირადი ცხოვრება ჰქონდა.მას მეუღლე და ბავშვები დაეღუპა,ევროპაში იმ დროისათვის ფართოდ გავრცელებული “შავი ჭირის” შედეგად.1658 წელს შვედეთ-პოლონეთის ომის დროს დაკარგა მთელი თავისი ქონება (რასაც ყველაზე მეტად განიცდიდა ამ საკითხში,მისი ბიბლიოთეკის განადგურება იყო).ბოლო 14 წელიწადი თავისი ცხოვრებისა ამსტერდამში გაატარა.მიუხედავად იმ უბედურებისა,რაც იანს თავს დაატყდა,იგი არ გატეხილა და კვლავ აქტიურობით გამოირცეოდა.ამსტერდამში ყოფნისას დაწერა მისი უმნიშვნელოვანესი ნაშრომი – “უნივერსალური რჩევა ადამიანების საქმეთა გამოსასწორებლად”,სადაც იგი გამოხატავდა თავის დამოკიდებულებასა და იდეებს საზოგადოების სამოქალაქო რეფორმების შესახებ.ამასთანავე მოუწოდებდა ყველას განათლების ჰუმანიზაციის შესახებ.იგი ცდილობდა ჩამოეყალიბებინა “ფანსოფიკური სკოლა” – იგივე “სიბრძნის სკოლა” (ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის),სადაც ადამიანები მიიღებდნენ “ერთადერთ აუცილებელ ცოდნას,თუ რა სჭირდებათ მათ სიცოცხლის მანძილზე,სიკვდილის დროს და სიკვდილის შემდეგ”.თუმცა იან ამოს კომენსკიმ ეს იდეა ვერ განახორციელა.იგი გარდაიცვალა 1670 წლის 15 ნოემბერს ამსტერდამში. (ავტორი გენია.ჯი)