ცაი ლუნი – “ქაღალდის წარმოების დასაწყისი”
ცაი ლუნი - დაიბადა 50 წელს ჩინეთის ქალაქ ლეიანში (ხენიანის ოლქი – ხუნანის პროვინცია).75 წელს იგი ჩინეთის იმპერატორის სასახლეში “საჭურისად” მოხვდა (როგორც ცნობილია ისტორიულად,ჩინეთის იმპერატორის კარზე “საჭურისები” პრაქტიკულად 2000 წლის განმავლობაში არსებობდნენ.მათ იყენებდნენ არა მარტო ჰარემებში სამუშაოდ,არამედ იმპერატორის ბრძანების საფუძველზე ჰქონდათ ფუნქცია,ადმინისტრაციული წესრიგი დაემყარებინათ საიმპერატორო კარზე. (ავტორი გენია.ჯი) ამ მიზეზთა გამო,მათ საკმაოდ დიდი გავლენა გააჩნდათ ჩინეთის იმპერიაში.ამ ქვეყნის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები (განსაკუთრებით ხშირად მცირეწლოვანი იმპერატორების მართველობის პერიოდებში),”საჭურისების” ქვეყნის “უმაღლესი სახელისუფლებო ვერტიკალის” სათავეში მოქცევისა.”საჭურისებად” ხშირად იმპერატორის ნათესავებს და მდიდარ მიწათმფლობელებსაც კი იყვანდნენ.ცაი ლუნის,ჩინეთის იმპერატორის კარზე მოხვედრის პერიოდი “ხანის” დინასტიის მართველობის ხანა გახლდათ.105 წელს ცაი ლუნმა იმპერატორს წარუდგინა მოხსენება ქაღალდის თანამედროვე ტექნოლოგიურად წარმოების,დახვეწის შესახებ.იმპერატორმა ხე დის (ლუ ჩჟაო) იმდენად მოეწპნა მისი ინოვაციური ტექნოლოგია,რომ ცაი ლუნს მაღალი ტიტული და დიდი ქონებაც უბოძა.თუმცა,მოგვიანებით ინტრიგების შედეგად (რომელიც მრავლად იჩენდა თავს საიმპერატორო კარზე),იმპერატორ ან დის მმართველობის პერიოდში,სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებინებს (შხამი მიიღო) 121 წელს.ცაი ლუნამდე ქაღალდი იწარმოებოდა კანაფისაგან.თუმცა კარგი ხარისხით არ გამოირჩეოდა.კიდევ უფრო ადრეულ ეპოქებში ქაღალდს აბრეშუმისაგან ამზადებდნენ.ცაი ლუნმა კი სრულიად ახალი მეთოდი გამოიყენა ქაღალდის შესაქმნელად.იგი ამისათვის იყენებდა დანაყულ თუთის ბოჭკოს,ხის ნაცარს,კანაფსა და ნაჭერს,რომელთაც ერთმანეთში ურევდა და წყალში ხსნიდა.ამის შემდეგ მიღებულ მასას განათავსებდა სპეციალურ ხის ფორმებში,რომლებზეც ბამბუკისაგან დამზადებული საცერი იყო განთავსებული. (ავტორი გენია.ჯი) გამზადებულ მასა მზეზე დებდა,იმისათვის,რომ კარგად გამომშრალიყო.გაშრობის შემდგომ,ზედმეტ მასას აცილებდა და დარჩენილ მასას ხის ჩაქუჩით აბრტყელებდა.აღსანიშნავია,რომ ასეთი მეთოდით საკმაოდ მაღალი ხარისხის ქაღალდის მიღება იყო შესაძლებელი.ცაი ლუნის ამ მეთოდით ქაღალდის დამზადების შემდეგ,კიდევ უფრო დაიხვეწა ქაღალდის დამზადების ტექნოლოგია და მიიღო სრულყოფილი სახე.სიმაგრისათვის,ქაღალდის დასამზადებელ ნარევებს წებოს,ბუნებრივ საღებავებსა და კრახმალსაც ურევდნენ.მიუხედავად იმისა,რომ ქაღალდი (არასრულყოფილი სახით) მანამდეც იწარმოებოდა,ცაი ლუნის სახელი ისტორიაში მაინც მისი წარმოების დასაწყისთან ასოცირდება. (ავტორი გენია.ჯი)