“იაპონელთა ღირსეული საქციელი” – (ეპიზოდი)
მეორე მსოფლიო ომის საბრძოლო მოქმედებების საბოლოო დასასრული,იაპონიის ქალაქებში – ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებულმა “ატომურმა ბომბებმა” განაპირობა.მილიტარისტურლი იაპონიის მთვარობა იმპერატორის ხელმძღვანელობით 1945 წლის 2 სექტემბერს “კაპიტულაციაზე” აწერს ხელს.აღნიშნულმა აქტმა მეორე მსოფლიო ომში საბრძოლო მოქმედებები ოფიციალურად დაასრულა.იმ დროისათვის – “ამომავალი მზის” ქვეყანაში საერთო უბედურებისაგან – “მზე დაბნელებულიყო”.პირისა და მიწისაგან აღიგავა ქვეყნის ორი უდიდესი ქალაქი.დაიღუპა ათიათასობით უდანაშაულო ადამიანი.მოხდა სრული ეკოლოგიური კატასროფა.იაპონელი ერი უდიდესი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა… ქვეყანაში დაიწყო საშინელი შიმშილი.ხალხი საკვების მიღებისათვის უზარმაზარ რიგებში ათენ-აღამებდა.”კაპიტულაციის” შემდეგ,იაპონიამ ტყვეობიდან გაანთავისუფლა ყველა მათ ხელში მყოფი ამერიკელი სამხედრო ტყვე.შინისაკენ მიმავალ ყოფილ სამხედრო ტყვეებს გზად ატომური დარტყმისაგან განადგურებული ქალაქი ნაგასაკი უნდა გაევლოთ. (ავტორი გენია.ჯი) ქალაქზე გავლის პროცესში,სატრანსპორტო საშუალებების ფანჯრებიდან შენიშნეს გასაცოდავებული იაპონელი ხალხი,რომლებიც ბრინჯის მისაღებად უზარმაზარ რიგებში იდგნენ.ერთმა ამერიკელმა,რომელზეც ძლიერ იმოქმედა ამ სულისშემძვრელმა სურათმა,მათი მიმართულებით ხორცის კონსერვი გადააგდო.ასევე მოიქცა ყველა სხვა დანარჩენი ყოფილი ამერიკელი ტყვე.თუმცა გაოგნდნენ მას შემდეგ,რაც იხილეს,რომ არც ერთი იაპონელი მოქალაქე მათ მიერ მოწყალების სახით გაღებული საკვების ასაღებად არ დაიხრილა.იაპონელებმა მომენტალურად შეაქციეს ზურგი ამერიკელების იმ “ძვირფას ძღვენს”,რომლისთვისაც ისინი დღეებსა და ღამეებს უზარმაზარ რიგებში ათენებდნენ.იაპონელთა აღნიშნული ქმედება,ის ერთგვარი პროტესტის ფორმა გახლდათ ამერიკელთა მიმართ,რომელიც გაჯერებული გახლდათ “ღირსების” განსაკუთრთებული გრძნობით. (ავტორი გენია.ჯი)