“განათლებული არამზადები”
“ნიურნბერგის სასამართლო პროცესზე” ერთ-ერთმა ბრალმდებელმა ფაშისტების სათავეში მყოფ პიროვნებებს – “განათლებული არამზადები” უწოდა.
ეს სახელი მათ დღემდე შემორჩათ.აღსანიშნავია ის ფაქტი,რომ მოგვიანებით შესწავლილ იქნა ნაცისტური გერმანიის ხელმძღვანელთა დაახლოებით 4 000 -ანი კასტის ბიოგრაფიები. (ავტორი გენია.ჯი) რის შემდეგაც თვალნათლივ წარმოჩინდა,თუ რატომ უწოდეს მათ – “განათლებული არამზადები”.ალბათ ჩემო მკითხველო,ინტერესმოკლებული არ იქნება გავეცნოთ რას წარმოადგენდნენ განათლების და წარმომავლობის მხრივ,კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უსაშინლესი რეჟიმის შემოქმედნი:
ფაშისტური გერმანიის ხელმძღვანელთა 4 000-ანი კასტიდან 1050 მეცნიერებათა დოქტორი იყო; 225 – საპატიო დოქტორი; 21 – ორგზის დოქტორი; 350 – პროფესორი; 116 – საიდუმლო საბჭოს მრჩეველი (Geheimrat); 2 – “ნობელის პრემიის” ლაურეატი და მხოლოდ 300 კაცი – უმაღლესი განათლების გარეშე,მათ შორის – ადოლფ ჰიტლერი.ამ ოთხი ათასი კაციდან 670 დიდგვაროვანი არისტოკრატი იყო,850 – რაიმე წიგნის ავტორი,დანარჩენი სხვები თავისებურად მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ძალა გახლდათ…
გერინგი – “მორფინისტი და სეკრეციის ჯირკვლებდაავადებული”;
ჰესი – “ნახევრად შეშლილი”;
რიბენტროპი – “გონებაჩლუნგი” და “დეგენერატი”,ამასთანავე ღვინით მოვაჭრე;
როზენბერგი – “ცრუ ფილოსოფოსი”;
შტრაიხერი – “ამორალური და გახრწნილი პიროვნება”;
კალტენბრუნერი – “სისხლის მსმელი გიენა”;
მათი მეთაური ადოლფ ჰიტლერი – “შეშლილი ეფრეიტორი”.
აი,ის მიზეზები,რის გამოც უწოდა თავის დროზე ნიურნბერგის სასამართლოს ერთ-ერთმა ბრალმდებელმა “ფაშისტური რეჟიმის” უმთავრეს შემოქმედებს – “განათლებული არამზადები”. (ავტორი გენია.ჯი)