ძველი რომის იმპერიისა და ძველი ჩინეთის იმპერიის საზღვრები მართლაც,რომ უზარმაზარი გახლდათ.შესაბამისად აღნიშნული იმპერიები იმ ეპოქების ყველაზე ძლიერი და დიდი გავლენის მქონენი იყვნენ მსოფლიოში.მიუხედავად იმისა,რომ დღეს რთულია დაჯერება მათ შორის კავშირების არსებობის (უზარმაზარი მანძილის და დაბალი ტექნოლოგიების გამო) და ზოგადად,არსებობის შესახებ ცნობებისაც კი,ორივე იმპერია მეტ-ნაკლებად ფლობდა მონაცემებს ერთმანეთზე. (ავტორი გენია.ჯი) დარწმუნებით შეიძლება ვამტკიცოდ ის,რომ ძველი ჩინეთის იმპერია (ისევე,როგორც რომის იმპერია),უეჭველი ფლობდა ცნობებს,რომის ყოვლისშემძლე იმპერიის არსებობის შესახებ და მას მრავალი ისტორიული წყაროს მიხედვით “დანცინი”-ს სახელითაც კი მოიხსენიებდა,რაც თარგმანით “დიდი ცინს” აღნიშნავს.ძველი ჩინელები თვლიდნენ,რომ რომის იმპერიის საზღვარი თანამედროვე სირიის ტერიტორიაზე გადიოდა.სარწმუნოა ისიც,რომ სირიის სიახლოვეს მდებარეობდა საყოველთაოდ ცნობილი “აბრეშუმის გზა”,სადაც ჩინეთს დიდი სავაჭრო ურთიერთობები ჰქონდა დაგებული და რომის იმპერიის შესახებ,აქედანაც მრავლად იღებდა ინფორმაციებს.
ძველი რომაელები,ზოგიერთი წყაროს ცნობით ჩინეთსა და ჩინელებს – “სერეს” უწოდებდნენ (ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვა),რაც თარგმანით “აბრეშუმს” აღნიშნავს.სწორედ ამ სახელით მოიხსენიებს ჩინეთსა და ჩინელებს,თავის ნაშრომში – “ბუნების ისტორია”,დიდი რომაელი ბუნებისმეტყველი ფილოსოფოსი – პლინიუს უფროსი (23-79 წლები).
ახ.წ.აღ-ით 97 წელს,ჩინელმა გენერალმა ბან ჩაომ,რომის იმპერიაში “ელჩის” სტატუსით,გაგზავნა – გან ინა,რომელიც თავის მხრივ ჩინური არმიის ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცი იყო.მიუხედავად იმისა,რომ ინამ მიაღწია ეგრეთწოდებულ “დასავლეთის ზღვას”,მან ვერ შეძლო მისი გადალახვა და ფაქტიურად შუამდინარეთს (პართიის სამეფოს საზღვარი) არც კი გასცილებია.ზოგიერთი წყაროს ცნობით კი საერთოდ არც კი უცდია მასზე გადასვლა,რადგან ზღვაზე მოგზაურობა მეტად დიდ ხიფათთან იყო დაკავშირებული.გარდა ამისა,აღნიშნული მოგზაურობა ძალიან დიდ დროსაც მოითხოვდა.(ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა გან ინი,თავის მოგზაურობების წიგნში სხვა ფაქტებთან და მოვლენებთან ერთად,წერდა რომის იმპერატორის შესახებ,თუმცა მეცნიერები ამ ინფორმაციებს არასანდოდ მიიჩნევენ და მისივე გამონაგონ ისტორიებად და სხვათა გადმოცემებად მიიჩნევენ.ერთი რამ კი,მაინც ცხადზე-უცხადესია: ძველი ჩინეთის იმპერია ფლობდა ინფორმაციას უძველესი რომის იმპერიის არსებობის შესახებ და პირიქით,რაც მალევე მათ სავაჭრო ურთიერთობებშიც აისახა.