ეზოპეს მოღვაწეობიდან…
როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა ათენელთაგან მოითხოვა,გადაეცათ მისთვის დიდი ძველბერძენი ორატორი – დემოსთენე (ძვ.წ.აღ-ით 384-322 წლები),რომელიც მკვეთრად უარყოფით დამოკიდებულებას გამოთქვამდა ალექსანდრეს მიმართ,დემოსთენემ ათენელებს სიტყვით მიმართა,სადაც მაგალითად მოიყვანა იგავ-არაკი,ძველი ბერძნული ლიტერატურის ნახევრადლეგენდარული ფიგურის და დიდებული მეიგავის – ეზოპესი (ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნეში). (ავტორი გენია.ჯი) იგავ-არაკი შემდგომი შინაარსის იყო:
“მგლებმა ცხვრებისაგან მოითხოვეს მათთვის გადაეცათ ის ძაღლი,რომელიც თავად ცხვრების უსაფრთხოებას იცავდა.ცხვრებმაც მგლების შიშით ძაღლი მათ გადასცა და ფაქტიურად ამით,საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენი,რადგან იმ ერთადერთი ძაღლის მეტი,მათი დამცველი არავინ იყო.ამის შემდგომ მგლების ხროვას ცხვრების ფარის განადგურება აღარ გასჭირვებია და გაანადგურეს კიდეც”.
ამ იგავით გადმოცემული მინიშნება კარგად გაათვითცნობიერა ათენელებმა და მათი დაუღალავი დამცველი დემოსთენე ალექსანდრეს არ გადასცეს.ასე იხსნა ასწლეულების შემდეგ ეზოპეს ერთ-ერთმა იგავ-არაკმა დიდი დემოსთენეს სიცოცხლე,ხოლო ათენელებს მისცა საშუალება სწორად შეეფასებინათ შექმნილი სიტუაცია და გააერთიანებინა ისინი.
ძველ საბერძნეთში ეზოპე არანაკლები პოპულარობით სარგებლობდა,ვიდრე თავად დიდი – ჰომეროსი.მის იგავ-არაკებს ხალხი ერთმანეთს გადასცემდა.ისწავლებოდა სკოლებში,იდგმებოდა თეატრებში. (ავტორი გენია.ჯი) იგი გახლდათ პირველი ადამიანი,რომელმაც თავის იგავებში,ცხოველები გამოიყვანა ადამიანების პროტოტიპებად.იგავების საშუალებით ააშკარავებდა ნაკლს არა მარტო არისტოკრატული საზოგადოებისა,არამედ უბრალო ადამიანებისაც.ეზოპე უარყოფითად აფასებდა ყოველივე სიცრუეს,სიხარბეს,თვითკმაყოფილებას და სხვა მანკიერ მხარეებს ადამიანებისა.მიუხედავად მისი ბასრი ხასიათის მქონე იგავებისა,მას უსმენდნენ იმ დროის ყველა ფენის წარმომადგენლები და არა ერთი შემთხვევა ყოფილა იმისა,რომ ეზოპეს დიდი მეფეების სამეფო კარზე (მათივე თხოვნით) წარმოუდგენია საკუთარი შემოქმედება.
მიუხედავად იმისა,რომ მისი პირადი ცხოვრების შესახებ სარწმუნო არაფერი შემორჩენილა,სხვადასხვა ავტორებიდან მეტ-ნაკლებ ინფორმაციას მაინც ვგებულობთ მის შესახებ.ჰეროდოტე წერდა,რომ ეზოპე მონა იყო,ხოლო მისი მეპატრონე ვინმე იადმონი,მცხოვრები კუნძულ სამოსზე. (ავტორი გენია.ჯი) ეზოპეს თავისი გონებამახვილი იგავებით აღტაცებაში მოჰყავდა ის მონები,რომლებიც მის ბედქვეშ იმყოფებოდნენ.ეს ყოველივე კი იადმონის აღშფოთებას იწვევდა.თუმცა,მოგვიანებით იადმონიც დარწმუნდა,რომ მისი მონა – ეზოპე მართლაც დიადი გონებით გამოირჩეული იყო და საბოლოოდ იგი მონობისაგან გაანთავისუფლა კიდეც.ძველ ბერძენი ფილოსოფოსი და სწავლული ჰერაკლიტე პონტიელი (ძვ.წ.აღ-ით 387-312 წლები) ირწმუნებოდა,რომ ეზოპე თრაკიელი გახლდათ,რომლის მეპატრონეც თავდაპირველად – ქსანტე იყო.მისივე ცნობით ქსანტეს სიბრიყვეს ეზოპე ხშირად დასცინოდა.მისი იგავები პირველად შეკრიბა და თავი მოუყარა ათენელმა ფილოსოფოსმა და სახელმწიფო მოხელემ – დემეტრიოს თალერელმა (ძვ.წ.აღ-ით 350-283 წლები).როგორიც არ უნდა ყოფილიყო ეზოპეს პირადი ცხოვრება,ფაქტი ფაქტად რჩება: მის მიერ დაწერილი იგავების აქტუალურობა,მიუხედავად ათასწლეულების გასვლისა დღემდე აქტუალურია.იგავ-არაკების თარგმანებით არა ერთი უდიდესი მოღვაწე დაკავებულა.მაგალითად დიდი ფრანგი მეიგავე – ჟან დე ლაფონტენი (1621-1695 წლები).ფრანგული ენის გარდა ეზოპეს იგავები თარგმნილია უამრავ სხვადასხვა ენებზე. (ავტორი გენია.ჯი)