“საოცარი გენიოსი” დემოკრიტე აბდერიელი – (ეპიზოდები)
გენიალური ძვერბერძენი ფილოსოფოსი და ერთ-ერთი დამაარსებელი მატერიალისტური ფილოსოფიისა - დემოკრიტე აბდერიელი (ძვ.წ.აღ-ით 460-370 წლები),ისევე როგორც სხვა ანტიკური ხანის ფილოსოფოსები, ყოველთვის ეძიებდა პასუხს იმაზე თუ რა იყო “სამყაროს ფუნდამენტური პრინციპი”.ერთნი ვარაუდობდნენ,რომ ეს იყო წყალი,მეორენი ცეცხლს მიიჩნევდნენ,მესამენი ჰაერს. (ავტორი გენია.ჯი) ხოლო ზოგიერთი ფილოსოფოსი კი ყველას ზემოთ ჩამოთვლილს ერთად.მიუხედავად მათი მსჯელობისა დემოკრიტე ამ აზრებს არ იზიარებდა და იგი თვლიდა,რომ ყველაზე მთავარი პრინციპი ყოველივე ამისა,სრულიად პატარა განუყოფელი ნაწილაკები “ატომები” გახლდათ (ეს სიტყვა მან პირველმა გამოიყენა).იგი ამბობდა,რომ მთელი სამყარო ამ ნაწილაკებისაგან შედგებოდა.დემოკრიტეს მსჯელობა ორი ათასი წლის შემდეგ თანამედროვე მეცნიერებამ ფიზიკური ხელსაწყოების მეშვეობით სრულ ჭეშმარიტებად მიიჩნია.ასე,რომ სწორედ დემოკრიტე გახლდათ პირველი სწავლული,რომელმაც “ატომიზმს” დაუდო სათავე.
დემოკრიტე იმყოფებოდა ეგვიპტეში,სპარსეთში,ბაბილონში,ინდოეთში,ისმენდა ლექციებს პითაგორელებისა ათენში.ამ მოგზაურობების დროს მან მთელი მისი ავლადიდება გაანიავა.მის მშობლიურ აბდერში მოქმედებდა კანონი,რომელიც მემკვიდრეობის გაფლანგვისატვის ადამიანებს სასამართლოში ასამართლებდნენ,გამონაკლისი ამ შემთხვევაში არც დემოკრიტე ყოფილა (რომელსაც ამის გამო პატიმრობა ემუქრებოდა).(ავტორი გენია.ჯი).როდესაც ის სასამრთლოს წინაშე წარდგა თავის დაცვის მიზნით სიტყვა უნდა წარმოეთქვა,თუმცა ამ უდიდესმა გენიოსმა ყველასდა გასაოცრად იმ მიზეზების ახსნა კი არ დაიწყო თუ სად რა თანხები დახარჯა,არამედ დაიწყო კითხვა მისი წიგნისა “დიადი მსოფლიო მოწყობა”.საამართლო და დამსწრე საზოგადოება იმდენად დააინტერესა ამ თემამ,რომ ხალხი ქუჩებიდანაც კი შეუერთდა და ადგილი აღარ დარჩა სასამართლო დარბაზში.იგი სასამართლომ არა მარტო გაამართლა არამედ თანხებიც კი შეუგროვა ახალი გამოკვლევებისათვის. (ავტორი გენია.ჯი) დემოკრიტე დიდად პოპულარული გახდა ყველა ფენისათვის,განსაკუთრებით (ავტორი გენია.ჯი) არისტოკრატიული საზოგადოებისათვის.იგი საკმაოდ უცნაური ცხოვრების წესით გამოირჩეოდა,რის გამოც მას ექსცენტრიულ პიროვნებადაც მოიხსენიებდნენ.ესაუბრებოდა ხშირად საკუთარ თავს,დადიოდა სასაფლაოებზე ხშირად,ასევე ხშირად გადიოდა ქალაქიდან და რამდენიმე ხნის მანძილზე იკარგებოდა,ძალიან ბევრს კითხულობდა და ხშირად იცინოდა (მიზეზს ვერ ხსნიდნენ სიცილისა).ამ მიზეზთა გამო მოწვეულ იქნა აბდერში ანტიკური მედიცინის რეფორმატორი,ლეგენდარული ექიმი “ჰიპოკრატე”,რომელიც შეხვდა დემოკრიტეს.მათ ერთად განმარტოებით დიდხანს ისაუბრეს,რის შემდეგაც ჰიპოკრატემ განაცხადა:
“დემოკრიტე სრულიად ჯანმრთელი გახლავთ,როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურადაც.იგი უბრალოდ თავისი აზრების განსჯით არის შემოფარგლული და ცდილობს ამოხსნას ის რაც ბევრი ჩვენგანის გონებისათვის მიუღწეველია”. (ავტორი გენია.ჯი)