იმანუელ კანტი – “მზის სისტემის თეორია”

მზის სისტემის წარმოშობის თეორიები უკვე იმანუელ კანტამდე იყო განვითარებული (რენე დეკარტი); მაგრამ დეკარტის თეორიის დაცვა შეუძლებელი გახდა გენიალური – ისააკ ნიუტონის მიერ მექანიკის პრინციპების დადგენის შემდეგ.ამ საკითხის ირგვლივ დავა საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა.თუ გალილეი ფიქრობდა,რომ ღმერთმა ჯერ მზე შექმნა და შემდეგ პლანეტები, (ავტორი გენია.ჯი) ხოლო ამ უკანასკნელთ მიანიჭა გარკვეული სახის მოძრაობა,ნიუტონმა ვერ გადალახა რელიგიური შეხედულება და მივიდა იმ დასკვნამდე,რომ მის მიერ აღმოჩენილი მექანიკის პრინციპებით მზის სისტემის სტრუქტურის ახსნა შეუძლებელია; ამისთვის დაშვებულ უნდა იქნეს ღმერთის შემოქმედებითი აქტი.

იმანუელ კანტმა კი მზის სისტემის თეორია მთელს სამყაროზე გადაიტანა.მის მიერ ასახული “მზის სისტემის თეორია” ასე ჟღერს:

“ჩვენი მზის სისტემა არ არის ერთადერთი,არსებობს მრავალი მზის სისტემა უსასრულო სამყაროში; მრავალი მზე უამრავმა პლანეტებითუთ წარმოშვა ამავე ბუნებრივი გზით. (ავტორი გენია.ჯი)

სამყარო არ არის გაჩერებული,ის მუდმივ ქმნადობაშია.უკვე “გაფორმებული” სამყარო იღუპება იმავე კანონების ძალით,რომლითაც ისინი გაფორმდნენ.სამყარო შექმნის ახალ სამყაროებს და ამით შეავსებს დაღუპული სამყაროების ადგილს.გადის მილიონი წლები,მანამ უფორმო მატერიიდან იქმნება სრულქმნილი სამყარო.სამყაროს შემოქმედება არ არის ერთი წამის საქმე,რომ შეძლებოდეს გაბედული აზრით მთელი მარადიულობა წარმოვიდგინოთ, (ავტორი გენია.ჯი) მაშინ სამყარო წარმოგვიდგებოდა სამყაროთა სისტემების სახით და შემოქმედება – განსაზღვრული ღვთაებრივი განზრახვით – დამთავრებულად.მაგრამ ნამდვილას ასე როდია: მარადიულობის დარჩენილი ნაწილი ყოველთვის უსასრულოა,განვლილი ნაწილი არის მხოლოდ უსასრულო მცირე იმ მთელისა,რომელსიც არსებობს ჩანასახი მომავალი სამყაროებისა.

რომ შესაძლებელი იყოს ჩვენი გაფორმებული სამყაროს გარეთ გასვლა,დავინახავდით ელემენტების ქაოსს,რომლიდანაც მომავალში განვითარდება ახალი სამყაროები.მილიონების მთელი მთა არის საჭირო,რათა ქაოსიდან სრულქმნილი სამყაროები შეიქმნას.

ჩვენ არ უნდა გვაწუხებდეს ამა თუ იმ სამყაროს დაღუპვა,ბუნებას ამით არაფერი ეკარგება,რადგან ამავე დროს ჩნდება ახალი სამყაროები და ამით მთლიანი სამყარო თავის სრულქმნილებას ინარჩუნებს.მიწისძვრები,წყალდიდობა სპობს დედამიწაზე ხალხებს,მაგრამ ეს არ უნდა მივიჩნიოთ სამყაროს ნაკლად – ახალი თაობები შეავსებენ ამ დანაკლისს.ასევე,რომელიმე სამყარო თავის როლს შეასრულებს.

ამრიგად:

1) სამყაროს აგებულებას თავის წყაროდ აქვს მექანიკური განვითარება ბუნების საყოველთაო კანონების მიხედვით;

2) მექანიკური განვითარების კანონი,რომელიც ჩვენ წარმოვიდგინეთ,ჭესმარიტია”. (ავტორი გენია.ჯი)