“სტალინის რეალური პორტრეტი”
სტალინი – კრემლში ისე იჯდა,როგორც ადამიანადქცეული რადიომიმღები: საბჭოთა ქვეყნის კიდით კიდიდან უთვალავ ტალღებს იღებდა.ის ამ ტალღების მხოლოდ მიმღები კი არ იყო,არამედ მათი შემოქმედი და განმსჯელი… თვითონ უცნაური მოლეკულა თვრამეტი წლის განმავლობაში განუწყვეტლივ მუშათა მასების მოლეკულურ პროცესში ყვინთავდა და არც ერთი მოლეკულა ხელშეუხებელი არ დარჩენია. (ავტორი გენია.ჯი) სხვა თანამებრძოლნი რევოლუციამდე რუსეთიდან შორს ცხოვრობდნენ: რუსეთის განვითარებას ევროპის ემიგრანტული მანსარდებიდან ადევნებდნენ თვალს.სტალინი კი მუდამ მუშათა მასების ქარბორბალაში ცხოვრობდა მუდამ უჩინარი,მაგრამ ქმედითი ელემენტი.ძველ დროში ტომის ბელადში მთელი ტომის ძალა იყრიდა თავს,სტალინში შეგროვდა პროლეტარული ენერგია, და როცა რევოლუცია ძლევამოსილად გაიშალა,მან ამოყვინთა: ის რევოლუციის განხორციელებად იქცა.ის უკვე აღარ იყო ადამიანი,ის იყო არსება,სასტიკი და საშინელი… ყველა აღტაცებული იყო იმით,რომ მას არ იზიდავდა მიწიერი სიამოვნებანი… (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ ვერ ამჩნევდნენ,რომ სტალინს სრულებით არ სჭირდებოდა ასკეტიზმი; ასეთი რაღაცეებისათვის მას უბრალოდ ორგანო აკლდა… დოსტოევსკის სიტყვებს: “ჯოჯოხეთი არის ტკივილი იმის გამო,რომ აღარ ძალგიძს სიყვარული”,ყველაზე მეტი თავსატეხი უნდა გაეჩინა მისთვის.მას არ ჰქონდა სიყვარულის ნიჭი.აქ დაეღო ხახა უღრმეს სიცარიელეს მისი კაეშნისას,დამნაშავეობის შეუვალ ნიღაბს რომ ამოჰფარებოდა.კრემლში იჯდა განუზომელი ძალაუფლებით აღჭურვილი სტალინი.იგი იჯდა არა როგორც ადამიანი,არამედ,როგორც არსება,წარწერით: “მომაკვდინებელია”.მასთან ტელეფონით საუბარიც კი ყველას თრგუნავდა.მისი საშიში ზემოქმედებისაგან არავინ იყო დაზღვეული.სისასტიკით აღსავსე ძლევამოსილად აღმართულიყო,როგორც საბჭოეთის და, შესაძლოა,მთელი მსოფლიოს ცივი და ბრმა ბედისწერა. (ავტორი გენია.ჯი) როცა ხანდახან იდუმალი კონტაქტი გადაიტვირთებოდა,როცა ის შეუდრეკელი დროებით დენის ქსელიდან გამობობღდებოდა დარეტიანებული და გაუცხოვებული,როცა შეშინებული გრძნობდა,როგორ ეცლებოდა ღონე,აი,მაშინ სტალინი მხოლოდ სოსო ჯუღაშვილი იყო,უბრალო ქართველი.მაშინ ახსენდებოდა შორეული საქართველო,რომლისგანაც ესღა შემოინახა: საცივისა და კახური ღვინის გემო,მრავალჟამიერის ჰანგი და ქართული გინება: “მაგათი დედა ვატირე”… (ავტორი გენია.ჯი)