Poecilotheria rajaei
Poecilotheria rajaei - წარმოადგენს ტარანტულების სახეობას,ობობასნაირთა ჯგუფის,Poecilotheria-ს გვარისა.მათი გავრცელების არეალი გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ შრი-ლანკისა და ინდოეთის ტერიტორიები.მისი სხეულის სიგრძე 20 სანტიმეტრამდეა და გააჩნია ნაცრისფერი შეფერილობა,მუცელზე ვარდისფერი ზოლებით.საცეცები მოყვითალო ან ნაცრისფერი აქვთ.(ავტორი გენია.ჯი) ძირითადად ბინადრობენ დიდი ასაკის მქონე ძველ ხეებზე და მიტოვებულ ძველ ნაგებობებში.მისი შხამი ადამიანისათვის სასიკვდილო არ გახლავთ,თუმცა ძალუძს ფრინველების,ქვეწარმავლების,პატარა მღრნელებისა და ხვლიკების მოკვლა.
აღსანიშნავია ის გარემოება,რომ აღნიშნული სახეობა პირველად აღმოჩენილ იქნა 2009 წელს,შრი-ლანკას ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებლის მიერ,სრულიად შემთხვევით.მან კი,მისი ერთი მკვდარი ეგზემპლარი სამეცნიერო კვლევებისათვის გადასცა შრი-ლანკას სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციას.მალევე,ამ აღმოჩენიდან,შეიქმნა შრი-ლანკელ მეცნიერთა ჯგუფი,რომლებმაც ინტენსიური კვლევა დაიწყეს ახლადაღმოჩენილი სახეობისა და მოაწყვეს ექსპედიცია.მათ მეგზურობას იმ ადგილებში,სადაც ისინი ბინადრობდნენ,უწევდა ადგილობრივი პოლიციელი – მაიკლ რაჯაკუმარა პურაჯა,რომლის სახელიც უწოდეს სრულიად ახალ სახეობას ტარანტულებისა.აღნიშნული ექსპედიციის დროს აღმოჩენილ იქნა არა მარტო მდედრობითი და მამრობითი სქესის წარმომადგენლები,არამედ მათი “პატარებიც”.(ავტორი გენია.ჯი) იმის გამო,რომ შრი-ლანკასა და ინდოეთში მასიურად ნადგურდება ტყეები,საფრთხე ემუქრება,ისედაც მცირე რაოდენობის მქონე “Poecilotheria rajaei”-ს უნიკალურ სახეობას.თუმცა ამ პრობლემის გადაწყვეტა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება.