უინსტონ ჩერჩილის – “სპეცკაფსულა”
დიდი ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრის – სერ უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილისათვის (1874-1965 წლები),აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენდა ხშირი მოგზაურობები შორეულ ქვეყნებში.ამისათვის კი რაღა თქმა უნდა საკუთარ დაქვემდებარებაში მყოფ თვითმფრინავს იყენებდა.მეორე მსოფლიო ომის პერიოდში,ჩერჩილი არანაირად არ იყო დაზღვეული,იმისაგან,რომ გერმანელები მის თვითმფრინავს არ ჩამოაგდებდნენ.ამის გამო პრემიერის თვითმფრინავი მაქსიმალურად მაღალ სიმაღლეზე დაფრინავდა.1941 წლისათვის უინსტონის ასაკი 67 წელს შეადგენდა.ასაკთან ერთად,მას გადატანილი ჰქონდა ერთი ინფაქტი. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ ექიმები შიშობდნენ,რომ მაღალ სიმაღლეზე “წნევის მატება” მისი სიცოცხლისათვის საფრთხის მატარებელი იყო.მითუმეტეს მაშინ,როდესაც იმ პერიოდის თვითმფრინავები გერმეტიულად ნაგები არ იყო.სწორედ ამ მიზეზთა გამო,ბრიტანელმა მეცნიერებმა და სპეციალისტებმა ჩერჩილისათვის შექმნეს “სპეცკაფსულა”,რომელიც დამონტაჟებულ იქნა კიდეც მის თვითმფრინავში.მას შეეძლო ტყვიებისაგან დაეცვა იგი.თუმცა “სპეცკაფსულის” უმთავრეს ფუნქციად,მაინც ის მიიჩნეოდა,რომ მასში “წნევა” მუდმივად ინარჩუნებდა ერთსა და იმავე დონეს (მიუხედავად სიმაღლისა) .წნევა კი ისეთ დონეზე იდგა,როგორიც ზღვის დონიდან 1550 მეტრ სიმაღლეზეა გავრცელებული.გარდა ამისა,კაფსულაში დამონტაჟებული იყო ტელეფონი,ვენტილაციის სისტემა (იმისათვის,რომ სიგარეტის კვამლი გაეწოვა) და განათება. ფაქტიურად,უინსტონ ჩერჩილისათვის დამზადებულ “სპაცკაფსულაში”,იმ დროისათვის აუცილებელი ყველა პირობა იყო შექმნილი. (ავტორი გენია.ჯი)