ნოდარ ადეიშვილი – “რამდენი რამ…”

აქ რომ გუშინ

წისქვილი და ეკლესია ენთო,

სად წავიდა!

რამდენი რამ მაპატიე ღმერთო!

***

აშლის ზოგჯერ,აშლის სევდა,

მიტოვებულ ზარებს,

მაგრამ ვინღა გამოჭედავს

აწ იმ მზეს და მთვარეს.

***

მხოლოდ ერთი ეკლის ხეა,

ძველ ადგილს რომ არ თმობს…

ათოვს ჯვარცმის ეკლესიას

და საფლავებს ათოვს.

***

სადღა არის ის სანთლები,

აქ რომ რწმენას ენთო?!

რამდენი რამ,

რამდენი რამ მაპატიე,ღმერთო.