ჩარლზ ლაიელი
ჩარლზ ლაიელი - დაიბადა 1797 წლის 14 ნოემბერს ფორფერშაირში (შოტლანდია),იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ინგლისელი ბუნებისმეტყველი და თანამედროვე გეოლოგიის ფუძემდებელი.“ბროკჰაუზისა და ეფრონის ენციკლოპედიური ლექსიკონის (ESBE)” მიერ დასახელებულ იქნა “XIX საუკუნის ერთ-ერთ უდიდესს მეცნიერად”.ოთხი წლის ასაკში შეისწავლა კითხვა,ხოლო რვა წლის ასაკიდან შეჰყავთ სკოლაში.იმ დროინდელი სკოლის სასტიკი და სქოლასტიკური მეთოდებით სწავლა იშვიათობას არ წარმოადგენდა,თუმცა ამ მეთოდებმა მომავალ გენიოსზე დიდი ზეგავლენა მოახდინა. (ავტორი განია.ჯი) ერთადერთი მიზეზი რითაც ის ხელმძღვანელობდა სწავლის მეთოდს გახლდათ დაუოკებელი სურვილი განათლების მიღებისა.ნიუხედავად იმისა,რომ დიდად არ იტაცებდა ლათინური და ბერძნული ენების გრამატიკის შესწავლა მან ეს სირთულეც გადალახა.ზაფხულის არდადეგებზე სოფელში ყოფნის დროს დაიწყო შეგროვება მწერების და მათი კლასიფიკაციის მიხედვით დაყოფა.1816 წელს 19 წლის ასაკში სრულიად შემთხვევით მამის ბიბლიოთეკაში აღმოაჩინა რობერტ ბეიკველის წიგნი “გეოლოგიის შესავალი” და ეს წიგნი ხდება ჩარლზ ლაიელის ცხოვრების სამაგიდო წიგნი მომავალი მეცნიერისა.ამავე პერიოდში ჩააბარა ოქსფორდის უნივერსიტეტში,სადაც ღრმად გაეცნო საბუნებისმეტყველო მეცნიერებას.დაუახლოვდა უამრავ იმ დროისათვის ცნობილ ნატურალისტს.1818 წელს მოგზაურობს პარიზში,რომსა და შვეიცარიაში.ამ მოგზაურობის პერიოდში დადიოდა მუზეუმებში,გაეცნო ბუნების გრანდიოზულ მოვლენებს (ვულკანებს,აისბერგებს და სხვა).1819 წელს მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი და საცხოვრებლად ლონდონში გადადის.აქვე კარგად შეისწავლა იურიდიული მეცნიერებაც.რამდენიმე წლის მანძილზე ეწეოდა იურიდიულ საქმიანობას,თუმცა ამავე პერიოდებში აწყობდა გეოლოგიურ ექსკურსიებს ინგლისის,შოტლანდიისა და სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე.მისი პირველი ნაბეჭდი ნაშრომი პუბლიკისათვის ცნობილი ხდება 1825 წელს,ამ ნაშრომში მას აღწერილი აქვს ინგლისის ზოგიერთი რაიონის სრულიად ახლებური გეოლოგიური ფორმირებები.რაც იმავე პერიოდში დიდ ყურადღებას იქცევს მეცნიერებისა.1830-1833 წლებში გამოაქვეყნა სამტომიანი ნაშრომი “გეოლოგიის საფუძვლები”,რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ბუნებისმეტყველებაში.ჟორჟ კიუვეს კატასტროფების თეორიის საპირისპიროდ ჩარლზმა ჩამოაყალიბა აქტუალიზმის პრინციპი,რომელიც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გახლდათ ბუნების მატერიალისტური გაგების გზაზე და წარსული გეოლოგიური პროცესების კვლევის ერთ-ერთი წამყვანი მეთოდიც ხდება.ჩარლზ ლაიელის აქტუალიზმის ერთადერთი ნაკლი გახლდათ ის,რომ მას დედამიწაზე მოქმედი ძალები დროში უცვლელად მიაჩნდა.მისი მნიშვნელოვანი ნაშრომებია ასევე მესამეული სისტემის პერიოდის (კაინოზოური ჯგუფის,პირველი სისტემა),სტრატიგრაფიისა და ვულკანოლოგიის დარგების ნაშრომები. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ლაიელმა ჩაუყარა საფუძველი ქანების თანამედროვე კლასიფიკაციებს.მისი მოღვაწეობის პერიოდში მან 60-მდე სამეცნიერო ნაშრომო გამოაქვეყნა,მათ შორის ოთხი ტომი გამოსცა და მიუძღვნა მის მოგზაურობას ჩრდილოეთ ამერიკაში.1860-იან წლებში დიდი მეცნიერის ჯანმრთელობა შეირყა,მიუხედავად ამისა იგი მოგზაურობასა და გამოკვლევებს მაინც აქტიურად აგრძელებდა.1875 წელს გარდაეცვალა მეუღლე.ეს ქალი გახლდათ 40 წლის მანძილზე ლაიელის ერთ-ერთი უდიდესი შეუცვლელი დამხმარე და მეგობარი.ამან ლაიელზე დამთრგუნველად იმოქმედა.იგი საკუტარ თავში ჩაიკეტა და ტკივილს მხოლოდ მისი სამეცნიერო,გეოლოგიური კვლევებით იქარვებდა.სიკვდილის წინ,რამდენიმე ხნით ადრე იმოგზაურა მის მშობლიურ ფორფერშეირში.1875 წლის 10 ტებერვალს ჩარლზ ლაიელი გარდაიცვალა და დაკრძალულ იქნა ვესტმინსტერის სააბატოში,მისი მეგობრის,გამოჩენილი ასტრონომის ჯონ გერშელემის გვერდით.აღსანისნავია ის გარემოებაც,რომ სიცოცხლეშივე იქნა ლაიელი დაფასებული.მას 1848 წელს მიენია რაინდის ტიტული,ხოლო მოგვიანებით 1875 წელს კი ბარონის ტიტული.მისი ნაშრომები კი დღესაც აქტუალურია საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში. (ავტორი გენია.ჯი)