ყინულის თევზი
ყინულის თევზი - ინგლისურ ენაზე “Mackerel icefich”,რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც – “ჩვეულებრივი ყინულის ქარიყლაპია”,წარმოადგენს თეთრსისხლიან თევზთა სახეობას,რომლებიც გავრცელებული არიან ანტარქტიკის (დედამიწის სამხრეთ პოლარული მხარე),ანტარქტიდის კონტინენტის ირგვლივ და სამხრეთ ამერიკის ენდემური რეგიონის წლებში.სახელწოდება “ყინულის თევზი”,შესაძლოა გამოყენებულ იქნას “თეთრსისხლიან თევზთა” სრული სახეობების აღსანიშნავადაც.მისი სხეულის სიგრძე 30-40 სანტიმეტრია (შესაძლოა ზოგიერთმა ეგზემპლარმა 50-70 სანტიმეტრსაც მიაღწიოს).საშუალო წონა 300 გრამიდან ერთ კილოგრამამდეა.ყველაზე დიდი ეგზემპლარი,რაც დღემდე იქნა აღმოჩენილი,გახლავთ 66 სანტიმეტრისა და 2 კილოგრამის მქონე ეგზემპლარი.სხეული დაფარული აქვს მუქი ფერის ზოლებით.გააჩნიათ,საკუთარი სხეულის მეოთხედი მოცულობის მქონე თავი და გამოირჩევიან მცირე რაოდენობის ძვლებით.(ავტორი გენია.ჯი) პირველად აღნიშნული სახეობის შესახებ ინფორმაცია,XIX საუკუნეში ნორვეგიელი ვეშაპების მჭერებისაგან გახდა ცნობილი,რომლებიც ანტარქტიკის წყლებში იყვნენ გასული.აღნიშნული ინფორმაცია,ფერის არ არ შემცველი სისხლის მქონე თევზებზე,მეცნიერებს მეტად გაზვიადებული ეგონათ და ამ საკითხს სკეპტიკურადაც უყურებდნენ.სწორედ ეს გახლდათ მიზეზი იმისა,რომ “ყინულის თევზის” სახეობის,მეცნიერული შესწავლა მხოლოდ 1954 წლიდან დაიწყო.სამეცნიერო კლასიფიკაცია (ტაქსონომია) კი მას მიანიჭა,დიდმა შვედმა ზოოლოგმა – ეინარ ლიონბერგმა,მანამ,სანამ მისი სამეცნიერო კვლევები დაიწყებოდა (1905 წელი).ცნობილია ის გარემოება,რომ “ყინულის თევზი” შეიცავს დიდი რაოდენობით – ფოსფორს,ფტორს და სხვა ძვირფას მიკროელემენტებსა და ვიტამინებს.ამიტომ მისი ხორცი უნიკალური გემოსია და საბაზრო ფასიც საკმაოდ მაღალი აქვს.სწორედ ამიტომ – “უინულის თევს” – “პრემიუმის” კატეგორიასაც კი მიაკუთვნებენ.(ავტორი გენია.ჯი).