ბოსრა

ბოსრა - სირიის სამხრეთში მდებარე ერთ-ერთი უძველესი და უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ღირშესანიშნაობაა.პირველი დასახლებები ამ ტერიტორიაზე,ნახსენებია ძველი ეგვიპტის ფარაონების – თუთმოს III-ისა და ამენჰოტეპ IV-ის უძველეს დოკუმენტებში (ძვ.წ. XIV საუკუნე).უკვე,ძვ.წ. აღ-ით II საუკუნეში,ბოსრა ნაბატეის სამეფოს ქალაქია. ახ.წ.აღ-ის 106 წელს,აღნიშნული სამეფო რომის იმპერატორ ტრაიანეს გენერალმა კორნელიუს პალმამ დაიპყრო.რომის იმპერიის შემადგენლობაში,ქალაქს სახელი გადაერქვა და ეწოდა ნოვა-ტრაიანე-ბოსტრა და წარმოადგენდა რომის ერთ-ერთი პროვინციის  - ქვიანი არაბეთის დედაქალაქს. (ავტორი გენია.ჯი) ბოსრა რამდენიმე მნიშვნელოვანი სავაჭრო გზის გადაკვეთაზე აღმოჩნდა,სულ მალე აყვავდა და რეგიონის მთავარი მეტროპოლიაც გახდა.რომის იმპერიიდან გამოყოფის შემდგომ ბოსრა ბიზანტიის იმპერიის სემადგენლობაში აღმოჩნდა.ხოლო მოგვიანებით VII საუკუნეში ქალაქი სასანიდებმა დაიპყრეს, შემდეგ მას მოჰყვა მცირე ხნიანი ბიზანტიური დაპყრობა და ბოლოს არაბთა სახალიფოს რაშიდთა არმიამ დაიპყრო ხალიდ იბნ ალ-ვალიდის მეთაურობით 634 წელს. (ავტორი გენია.ჯი) ამის შემდეგ, ბოსრას ისლამური ისტორია იწყება.დღესდღეობით “ბოსრა” უმნიშვნელოვანესი ისტორიული ღიღშესანიშნაობის მქონე ძეგლია,სადაც შემორჩენილია რომაული,ბიზანტიური და მუსულმანური პერიოდების ნანგრევები.ამ ქალაქშივეა შემორჩენილი ერთ-ერთი საუკეთესო შემონახული ნიმუში ძველრომაული თეატრისა.ბოსრაში ყოველ წელიწადს იმართება ეროვნული მუსიკალური ფესტივალები.ქალაქი ბოსრა 1980 წლიდან იუნესკომ “მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში” შეიტანა და მას დღემდე იუნესკო იცავს. (ავტორი გენია.ჯი)