ჯიბუტი
ჯიბუტი - ოფიციალური სახელწოდებაა – ჯიბუტის რესპუბლიკა.იგი მდებარეობს აფრიკის რქაში (ნახევარკუნძული აფრიკის აღმოსავლეთით,მოიხსენიებენ,როგორც სომალის ნახევარკუნძული).აღმოსავლეთით ესაზღვრება ადენის ყურე.ჩრდილოეთით ესაზღვრება ერიტრეა,სამხრეთ-აღმოსავლეთით სომალი,ხოლო დასავლეთით და სამხრეთით ეთიოპია.ქვეყნის დედაქალაქი ჯიბუტია 475,332 მაცხოვრებლით.ქვეყნის საერთო მოსახლეობის რაოდენობა 923,000 ადამიანია,2012 წლის აღწერით.იგი ამ მაჩვენებლით სხვა ქვეყნებთან მიმართებაში ანალოგიური მაჩვენებლით 158 ადგილზეა.ჯიბუტის საერთო ფართობი 23,300 კვადრატული კილომეტრია,რაც სხვა სახელმწიფოებთან ანალოგიურ მაჩვენებლებთან 149-ე ადგილზე აყენებს. (ავტორი გენია.ჯი) ქვეყნის სახელმწიფო ენებია – არაბული და ფრანგული.ამ ენების გარდა გამოიყენება სომალური და აფაური ენები.ჯიბუტის მოსახლეობის 60%-ი ისსა და სხვა სომალური ტომებია,35% აფარებია.დანარჩენი 5% კი ფრანგები,არაბები და სხვა.ქვეყნის მოსახლეობის 94% ისლამის მიმდევარი სუნიტია,ხოლო 6%-ს ქრისტიანები შეადგენენ.ეროვნული ვალუტა კი ჯიბუტის ფრანკია.ჯიბუტის ტერიტორია იყოფა ხუთ რეგიონად და ქალაქ ჯიბუტის ტერიტორიად.ისინი კი თავის მხრივ 11 რაიონად იყოფიან.მათ კი რესპუბლიკის კომისრები ანუ პრეფექტები განაგებენ.ჯიბუტის ტერიტორიაზე პირველი მაცხოვრებლები მომთაბარეები იყვნენ ჩვ.წ.აღ-მდე I საუკუნეში,ისინი აფარისა და ისას ენებზე მოსაუბრე ხალხი იყო.V საუკუნეში შედიოდა აქსუმის სამეფოს შემადგენლობაში.1896-1946 წლებში იგი საფანგეთის კოლონიას წარმოადგენდა,1946 წლიდან საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიად იხსენიებოდა.1977 წლის 22 ივნის კი ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა.ქვეყანაში მოქმედებს 1992 წლის 4 სექტემბრის რეფერენდუმის შედეგად მიღებული კონსტიტუცია,რომელიც ქვეყნის უზენაეს კანონს წარმოადგენს.სახელმწიფოს მეთაური პრეზიდენტია,რომელსაც საყოველთაო არჩევნებით 6 წლის ვადით ირჩევენ.არჩეულ პრეზიდენტს მეორე ვადითაც შეუძლია არჩევნებში მონაწილეობის მიღება.პრეზიდენტი წარმოადგენს შეიარარებული ძალების მთავარსარდალს.საკანონმდებლო ორგანო ერთპალატიანი პარლამენტი – ეროვნული საბჭოა,რომელიც 65 დეპუტატისაგან შედგება.მათ საყოველტაო არჩევნებით 5 წლის ვადით ირჩევენ.ჯიბუტიში არსებობს მინისტრთა კაბინეტი,რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს.ქვეყანაში 20-ზე მეტი პოლიტიკური პარტიაა,მათ სორის დომინირებს “ეროვნული გაერთიანება პროგრესისათვის” და “დემოკრატიული განახლების პარტია”.ჯიბუტიში მთის მასივები ენაცვლება ლავურ მაღლობებს.არის ასევე ვაკეები,ქვეყანაში მდებარეობს რამდენიმე მარილიანი ტბა.ჯიბუტი საკმაოდ მაღალი ტემპერატურის მქონე ქვეყანაა,რადგანაც აქ უდაბნოებიც არსებობს.იანვრის საშუალო ტემპერატურა +26 გრადუსია,ხოლო ივლისის საშუალო ტემპერატურა +36 გრადუსს აჭარბებს. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ ამ ქვეყანაში მუდმივი მდინარეები არ არსებობს.ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ასალის ტბა,რომელიც ყველაზე დაბალ წერტილად არის ცნობილი ზრვის დონიდან აფრიკის კონტინენტზე და ერთ-ერთ ყველაზე მარილოვან ტბად არის ცნობილი მსოფლიოში.ფაუნის მხრივ ჯიბუტი ღარიბი ქვეყანაა.აქ შეიძლება შევხვდეთ ანტილოპებს,გიენებს,ტურებს.ტყეებში მაიმუნებს.ქვეწარმავლების სახეობებით კი ჯიბუტი მართლაც გამორჩეულია.სანაპირო წყები მდიდარია თევზით.ჯიბუტის ეკონომიკის საბაზისო ვარიანტი თავისუფალი ვაჭრობის ზონებია,დედაქალაქი მთავარ სავაჭრო ცენტრს წარმოადგენს.რადგან ქვეყანა ღარიბია ბუნებრივი რესურსებით,შესაბამისად იქ წარმოებაც არ არის კარგად განვითარებული.ამიტომ ეს ქვეყანა ძლიერ არის დამოკიდებული უცხოურ დახმარებებზე.ექსპორტზე ძირითადად გააქვთ ტყავი და ქურქი.უმთავრესი სავაჭრო პარტნიორებია საუდის არაბეთი,ინდოეთი,ჩინეთი და ამერიკა.დღესდღეობით ჯიბუტი გაეროს სრულუფლებიანი წევრი ქვეყანაა. (ავტორი გენია.ჯი)
ჯიბუტის რესპუბლიკის ეროვნული გერბი
ჯიბუტის რესპუბლიკის დედაქალაქი – ჯიბუტი
ჯიბუტი აფრიკის რუკაზე