ჰეროდოტე – “ეპიზოდი”

“ისტორიის მამად” წოდებულმა,ერთ-ერთმა უდიდესმა ძველბერძენმა ისტორიკოსმა - ჰეროდოტემ (ძვ.წ.აღ-ით 484-425 წლები),მიუხედავად იმისა,რომ უდიდესი სამუშაო შეასრულა და დაწერა წიგნი “ისტორია”,რომელიც დღემდე უმნიშვნელოვანესი წყაროა უძველესი ეპოქების შეაწავლისა,საკუთარი ცხოვრების შესახებ არაფერი დაუწერია.მისი პირადი ცხოვრების შესახებ ცნობილი თითქმის არაფერია.რაც ისტორიისათვის ცნობილია,გახლავთ ის,რომ ჰეროდოტეს ბიძა – პანიასიდი,ითვლებოდა იმ დროის ერთ-ერთ უდიდეს ეპიკურ პოეტად. (ავტორი გენია.ჯი) ეს ფაქტი კი მეტ-ნაკლებად გვაძლევს საშუალებას იმისა,რომ ცხადი შეიქნეს ჩვენთვის,ჰეროდოტეს ოჯახის დიდი ლიტერატურული ხელოვნების ტრადიციების და ზოგადად მისი წარმომავლობის შესახებ ინფორმაცია.ფაქტია,რომ ბიძისაგან ჰეროდოტემ შთამომავლობით მიიღო ინტერესი ლიტერატურისა და ისტორიისა.მის მშობლიურ ქალაქ ჰალიკარნასში მცირე ხანს იცხოვრა,რადგან ამ ქალაქში დაიწყო სახალხო გამოსვლები ჰალიკარნასის ცნობილი ტირანის – ლიგდამიდას წინააღმდეგ.ტირანის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად ჩაერთო ჰეროდოტეს ბიძა პანიასიდი,რომელიც შეეწირა კიდეც ამ ბრძოლას. (ავტორი გენია.ჯი) თავად ჰეროდოტეს წინააღმდეგ კი დევნა დაიწყო.იგი იძულებული გახდა გადახვეწილიყო ჰალიკარნასიდან და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება მისი თავბრუდამხვევი მოგზაურობა.ამ მოგზაურობის საბოლოო შედეგი გახლავთ ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მქონე წიგნის – “ისტორიის” დაწერა,რომელიც მოგვიანებით 9 წიგნად იქნა შედგენილი.თითოეულ წიგნს კი,თითო მუზის სახელი ეწოდა (როგორც ცნობილია,არსებობს ცხრა მუზა).აღორძინების ისტორიულ პერიოდში – ლორენცო ვალამ 1479 წელს ვენეციაში,ლათინურ ენაზე თარგმნა ჰეროდოტეს “ისტორია” და ამ მომენტიტად ის ფართოდ ვრცელდება მეცნიერებსა და ევროპის პოლიტიკურ წრეებში.ჰეროდოტეს “ისტორია” შევიდა,პრაქტიკულად,მსოფლიოს ყველა ბიბლიოთეკასა და უმაღლეს სასწავლებლებში.ხოლო სხვადასხვა ქვეყნებში კი მას სასკოლო დანიშნულებაც გააჩნია. (ავტორი გენია.ჯი)