სოკრატეს ბიოგრაფიიდან…
ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსის- სოკრატეს შესახებ,პლატონი წერდა:
“სოკრატე არასოდეს აქცევდა ყურადღებას საკუთარ ჩაცმასა და დახურვას.იგი ყოველთვის ფეხშიშველი დადიოდა (როგორც ისტორიულად ცნობილია,სოკრატე ფეხსაცმელს მხოლოდ დღესასწაულებზე იცმევდა),ეცვა ყოველთვის ერთი და იგივე ლაბადა,რომელიც არაფრით იყო უკეთესი მონის ლაბადაზე.მისი საკვები იყო უბრალო და უხეში”.
როდესაც ამ საკითხის შესახებ სოკრატეს შეკითხვა დაუსვეს,დიდმა ფილოსოფოსმა ასეთი პასუხი გასცა:
“მე ვჭამ იმისათვის რათა ვიცხოვრო და არ ვცხოვრობ იმისათვის,რათა ვჭამო”.
სოკრატე ტანად დაბალი იყო,თუმცა ჩასკვნილი.ცოლი გვიანდელ ასაკში შეირთო,იგი დაქორწინდა ქალზე სახელად ქსანტიპაზე,რომელიც თავისი ჭირვეული,ავი ხასიათით გამოირჩეოდა. (ავტორი გენია.ჯი) რის გამოც მასთან ხშირი კონფლიქტი ჰქონდა.მეუღლე ვერასოდეს უგებდა სოკრატეს და ყოველთვის უკმაყოფილო იყო მისი სიღარიბით.მოითხოვდა ქსანტიპა სოკრატესაგან,რომ მას ფული აეღო მისი მოსწავლეებისაგან,რაზეც სოკრატე სასტიკ უარს აცხადებდა.მისთვის ადამიანის ყველაზე დიდი და მთავარი საფუძველი გონება გახლდათ,ხოლო ყველაზე დიდი სიბრძნე აღიარება საკუთარი უცოდინარობისა,სწორედ ამის შესახებ თქვა მან:
“მე ვიცი ის,რომ არაფერი არ ვიცი”.
როგორც ცნობილია,სოკრატეს სრულიად არამართებულად,ათენის სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.იგი ფაქტიურად უდიდესი ინტრიგების მსხვერპლი შეიქნა.განაცხადა კიდეც სასამართლოზე: “ჩემი სიმართლე თქვენ გზაში დაგეწევათო” (ახდა კიდეს მისი წინასწარმეტყველება).სანამ სიკვდილით დასჯიდნენ,მანამ სიცოცხლე ციხეში თვითმკვლელობით დაასრულა ძვ.წ.აღ-ით 399 წელს.რამდენიმე ხნის შემდეგ ათენურმა საზოგადოებამ გააცნობიერა ის,თუ რაოდენ დიდი შეცდომა დაუშვა იმ გენიალური პიროვნების მიმართ,რომელსაც -სოკრატე ერქვა.ცხადია ისინი ფილოსოფოსს მკვდრეთით ვერ აღადგენდნენ.ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება სოკრატეს მთავარი მოსამართლისა და მისთვის ბრალის წამყენებლებისათვის საბოლოოდ დაეხშოთ ათენის კარები,რის შემდეგაც სოკრატეს სიკვდილში წვლილის შემტანები მოკვეთილ და გაძევებულ იქნენ ათენიდან. (ავტორი გენია.ჯი)