“ფომორები”
“ფომორები” - გახლდნენ ის მითიური არსებები,ირლანდიური მითოლოგიისა,რომლებიც წარმოადგენდნენ “ქვედა დემონების” კლასის რიგს.ისინი იყვნენ ქაოსის მოყვარული ბნელი ძალები,რომლებთანაც ბრძოლა მასიურად უწევდათ ირლანდიის მითოლოგიურ მაცხოვრებლებს.სიტყვა-სიტყვით “ფომორი” აღნიშნავს “წყალქვეშას”. (ავტორი გენია.ჯი) მათ ხშირად აკავშირებდნენ ზღვასთან და ფომორთა მეფეებიც ყოველთვის ცხოვრობდნენ სადღაც ზღვის მიღმა.ყველაზე ცნობილი ფომორი მითოლოგიურად გახლავთ – ბალორი,რომელსაც შესწევდა უნარი ერთი მზერით შეეჩერებინა ნებისმიერი არმია (სხვა ვერსიით სასიკვდილო მზერა ჰქონდა).ირლანდიური-კელტური მითოლოგიის მიხედვით,ბალორის დამარცხება შესძლო დანას (ღვთაება,რომელიც გახლდათ კელტური მითოლოგიის ღმერთების ჯგუფის შემქმნელი) შთამომავალმა ლუგმა.ამავე მითოლოგიის თანახმად – “ფომორები” იყვნენ გიგანტური აგებულების,როგორც მამრობითი ასევე მდედრობითი სქესის,საშინელი იერისა და აღნაგობის მქონე არსებები. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ მდედრი ფომორები არანაკლები ძალის და ხშირ შემთხვევაში უფრო დიდი ძალის მქონენიც კი იყვნენ მამრ ფომორებზე.მაგალითად ფომორთა მეფის დედა – ლოტი იმდენად ძლიერი გახლდათ,რომ მთელი ჯარის შეჩერებაც კი შეეძლო.ფომორების მსფავსი მითოლოგიური არსებები გვხვდებიან სხვადასხვა ევროპულ მითებშიც.მაგალითად,სკანდინავიურ მითოლოგიაში ამდაგვარ არსებებს – იოტუნებს უწოდებდნენ.ასევე მათ ამგვანებენ ძველბერძნული მითოლოგიის ზოგიერთ ტიტანს.ასეთივე დემონები ჰყავდათ აფრიკულ ტომებსაც.”ფომორები” ძირითადად მიწისქვეშეთის სამყაროს წარმოადგენდნენ და როდესაც ისინი სიდში (მიწისქვეშეთში ბრუნდებოდნენ) ქვეყნიერებაზე ყველა სიმახინჯე იკარგებოდა.ირლანდიურ მითოლოგიაში ფორომები დრემდე შემორჩნენ რამდენიფე ფონეტიკური სახით.ისინი წარმოადგენდნენ დემონთა რასას,რომლებიც იყვნენ ნახევრად ადამიანები და ნახევრად ურჩხულები.როგორც მითოლოგია იუწყება ფომორები ცხოვრობდნენ “დიდი წყალდიდობის” შემდეგ ძვ.წ.აღ-ის I ათასწლეულამდე. (ავტორი გენია.ჯი)