ჰიპოკრატეს ბიოგრაფიიდან…
ნებისმიერ ქვეყანაში (გარდა ისრაელისა),ექიმი,რომელიც პირველად იწყებს პროფესიულ მოღვაწეობას იღებს ფიცს,თავისი პროფესიული საქმიანობის ერთგულების და ღირსეულად შესრულების შესახებ.აღნიშნულ ფიცს კი – “ჰიპოკრატეს ფიც” ჰქვია.ეს წესი სათავეს შორეული წარსულიდან იღებს.ჰიპოკრატე (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 460-377) გახლდათ გენიალური ძველბერძენი ექიმი,რომელმაც სამედიცინო სფეროში არნახული რეფორმები (შესაძლოა ითქვას – სამედიცინო რევოლუცია) მოაწყო.ამ მოვლენათა გამო მას დღემდე “მედიცინის მამად” მოიხსენიებენ. (ავტორი გენია.ჯი) იგი ავტორია სამოცდაათი უმნიშვნელოვანესი ნაშრომისა სამედიცინო თემატიკაზე.ჰიპოკრატე – მედიცინის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა.მისმა ნაშრომებმა უდიდესი როლი ითამაშა ამ ურთულესი და საპასუხისმგებლო სამეცნიერო დარგის განვითარებაში.მისი მოღვაწეობის ეპოქაში ადამიანებს სჯეროდათ,რომ ავადმყოფობა,ბოროტი სულისა და ჯადოქრობის შედეგად იდგამდა ფესვებს ამა თუ იმ ადამიანში.ამის გამო ხშირ შემთხვევებში ავადმყოფების ერთადერთ სამკურნალო მეთოდად “შელოცვები” და “გამოლოცვები” იყო მიღებული.თავად მკურნალებიც კი,ამ მეთოდს ხშირად მიმართავდნენ.ისინი ღმერთებს თხოვნითა და შესაწირით მირთმევით შესთხოვდნენ თავიანთი პაციენტის გამოჯანმრთელებას.ბავშვობაში,ჰიპოკრატეს წარმოდგენით,ადამიანისათვის ავადმყოფობა მითიურ არსებებს მიჰქონდათ.ახალგაზრდობის პერიოდში იმოგზაურა ბაბილონსა და ეგვიპტეში.იცხოვრა სკვითებში.ხვდებოდა მკურნალებს და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებს,რომელთაც რაიმენაირი შეხება ჰქონდათ მედიცინასთან.იწერდა მათ შეხედულებებს,ეცნობოდა მათი მკურნალობის მეთოდებს,იწერდა რეცეპტებს და ასე შემდეგ.დიდი გამოცდილების მიღების შემდეგ,ჰიპოკრატე ღრმად იწყებს მედიცინის თემის პოპულარიზაციას და ადგენს,რომ არანაირი ბოროტი სულები ადამიანის დაავადებაში მონაწილეობას არ იღებდენ. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ მკურნალობა პაციენტებისა აბსოლუტურად სხვა მეთოდით უნდა განვითარებულიყო.ყველა დაავადებას თავისებური სპეციფიკური მკურნალობა სჭირდებოდა,შესაბამისად კონკრეტულ დაავადებას კონკრეტულივე ღონიძიებით უნდა შებრძოლებოდა.მანვე დაადგინა,რომ ადამიანის ჯანმრთელობაზე უდიდეს როლს თამაშობდა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.ადამიანის ტემპერამენტი დაჰყო ოთხ ნაწილად: ქოლერიკად,სანგვინიკად,ფლეგმატიკად და მელანქოლიკად.ეს დახასიათება ადამიანის ტემპერამენტისა დღესაც აქტუალურია თანამედროვე მედიცინაში.ჰიპოკრატე პაციენტების მკურნალობისას ითვალისწინებდა (მანამდე გაუგონარ) პაციენტის ასაკს,ორგანიზმის შესაძლებლობებსა და ტემპერამენტს.იგი იყო ინიციატორი იმისაც,რომ ერთი დაავადების მკურნალობას,სხვა დაავადება ანუ “იკუშედეგი” არ გამოეწვია.დიდი მედიკოსი,მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდად დიეტასაც იყენებდა.მან პირველმა შემოიტანა პრაქტიკაში,ჩაეწერა პაციენტზე დაკვირვების შედეგები,რითაც სათავე დაუდო “ავადმყოფობის ისტორიას”,რომელიც დღეს ყველა ადამიანისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სამკურნალო დაწესებულებებში სტუმრობისას. (ავტორი გენია.ჯი) ასევე იყენებდა ქირურგიულ მეთოდებსაც სხვადასხვა სამედიცინო ხელსაწყოების საშუალებით.სარგებლობდა სახვევებითაც,ხოლო მიღებულ შედეგებს აღნიშნავდა მისსავე წარმოებულ ნაშრომებში.ჰიპოკრატე მთელი მისი მოღვაწეობის მანძილზე,მოუწოდებდა მედიცინის მუშაკებს დაეხვეწათ მათი პროფესია და პაციენტები ნორმალური ცხოვრების რიტმში დაებრუნებინათ.მასვე ეკუთვნის სიტყვები:
“ავადმყოფობა ჯანმრთელობას ადამიანისათვის უფრო საამურს ხდის”.
ამ უდიდესი პიროვნების ცხოვრებისეული დევიზი კი გახლდათ:
“დაიწვი თავად – რათა გაანათო სხვები”.
ჰიპოკრატეს მშობლიურ ქალაქ ლარისას (თესალია – საბერძნეთი),სადაც იგი გარდაიცვალა კიდეც ძვ.წ.აღ-ით 377 წელს,დღეს მისი ძეგლი ამშვენებს. (ავტორი გენია.ჯი)